x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
თათია სულუაშვილს როლის გამო ჯადოს გაკეთებით აშანტაჟებდნენ
image


„ახალი შაბათის შოუს“ ყველაზე პოპულარული მსახიობი თათია სულუაშვილი ამბობს, რომ მას შესრულებული როლის გამო უცხო ადამიანი ჯადოს გაკეთებით ემუქრებოდა. მისი განმარტებით, როგორც სჩანს, კომედიურ სკეტჩებში გაკეთებული პერსონაჟები ყველას არ ამხიარულებს და ზოგიერთი ადამიანი სერიოზულად ღიზიანდება.


კითხვაზე, რამდენად შეაშინა მსახიობი ამ მუქარამ, სულუაშვილი პასუხობს, რომ მისივე თქმით, როცა სუფთაა, უარყოფითი ენერგიების და მუქარის არ ეშინია.


სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც „ახალი შაბათის შოუს“ მსახიობი თათია სულუაშვილი წაღვერში ისვენებს და აუზთან მჯდომი, თავისი ჩვეული იუმორით საუბრობს მთავრობის ახალ ინიციატივაზე. ამ ვიდეოს, რომელიც დაქალმა გადაიღო და თავის „ფეისბუქ-გვერდზე“ დადო, საკმაოდ ნეგატიური კომენტარები მოჰყვა. თათიას, არაერთი პოლიტიკოსის პაროდია გაუკეთებია, თუმცა მსგავსი რეაქცია არ ყოფილა და თავადაც უკვირს, რის გამო გახდა მისი ეს იუმორით ნათქვამი სიტყვები ლანძღვისა და წყევლის საბაბი.



„ყველას ვერ ეყვარები და ყველასთვის მისაღები ვერ იქნები, ეს გააზრებული მაქვს და მიჩვეული ვარ. არ დამავიწყდება: გორელ ნატოს როლს რომ ვასრულებ და საყვარელს ჯადოს ვუკეთებ, თურმე, მართლა ყოფილა გორში ქალბატონი, ვინც ჯადოს აკეთებს, არ ვიცოდი და ხმოვანი ფოსტა გამომიგზავნა: შენს შვილს გავუკეთებ ჯადოებს, დაგვანებე გორელ ქალებს თავიო. დავწერე კიდეც ჩემს „ფეისბუქ-გვერდზე“ სტატუსად, რომ ასეთი მუქარა მოდიოდა და გავაგრძელე გორელი ნატოს გაკეთება. ჩემი შანტაჟზე წამოგება ძალიან რთულია. როცა სუფთა ვარ, არ მეშინია ნეგატივის, არც ჯადოსი და არც წყევლის. უბრალოდ, ერთმა ქალბატონმა დამწყევლა, შვილებს შეეხო, წერდა: შენი მაყურებელი ვარ, მიყვარდი და არ გაიხარეო... და, უბრალოდ, მადლობა გადავუხადე. ალბათ, თავადაც ვერ გაიაზრა, რა თქვა. არ ვბრაზდები, მე ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ“, - ამბობს თათია სულუაშვილი „თბილისელებთან“ საუბრისას.


ეს რომ მცოდნოდა, ასეთი უარყოფითი კომენტარები მოჰყვებოდა, ნამდვილად არ გადავიღებდი. უბრალოდ, ექსპრომტად მოხდა – ჩემთვის ვიჯექი, ვერთობოდი და რას წარმოვიდგენდი, თუ ჩემს იუმორს ხალხი ვერ გაიგებდა. მიზანმიმართულად მართლა არ ჩამიწერია. უბრალოდ, წინა დღეს გავიგე, რომ გახარია არიგებდა 200-ლარიან ვაუჩერებს ხალხისთვის და ამაზე ვიხუმრე. ჯერ მოდი, იქიდან დავიწყოთ, რომ 200 ლარიანი „ტრი კოროჩკები“ სად იშოვება და რატომ უნდა ვუყიდო შვილებს? მერე, რომ ვამბობ, ირმებისა და შვლების გარემოცვაში ვარ-მეთქი, იქ, სადაც მე ვისვენებ, არც შველია, არც ირემი და არც კურდღელს გამოუყვია ბუჩქიდან თავი. არც ძვირიანი ნიავი მიბერავს და არც ძვირიანი მანქანით ვარ ამოსული. ერთი სიტყვით, ნამდვილად იუმორით ვთქვი ეს ყველაფერი და მიკვირს, რატომ გაიგეს ცუდად. გახარიას გვერდითაც რომ მომათავსეს და პოსტი მომიძღვნეს, ხან მეცინებოდა და ხან ვნერვიულობდი. „ვანოს შოუში“ რომ პოლიტიკოსების პაროდიებს ვაკეთებ, რეალურად აღიქვამენ, მაგრამ იმას არ მოჰყოლია გამოხმაურება და ახლა რა გავაკეთე განსხვავებული? არა უშავს, ეს ერთდღიანი „შემოტევა“ უკვე გადავლახე.

0
79
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0