x
image
lady.ge
boho chic-სტილი რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩაიცვათ ისე, როგორ ხასიათზეც გაიღვიძებთ

imageალბათ ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მომაბეზრებელი კორპორატიული დრეს-კოდი უკვე "ყელშია", (ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც სხვადასხვა სახის სახელმწიფო სტრუქტურაში ან საბანკო სფეროში მოღვაწეობს) ყოველ დილით ერთი და იგივე პროცედურა. მანიკური-პედიკური, თმების დავარცხნა, მკაცრი სტილის პერანგი, ნაჭრის შარვალი ან კაბა, ფეხსაცმელი ქუსლზე.. ხანდახან უბრალოდ გინდა, ვიქენდზე მაინც გაიღვიძო, გამოაღო კარადა, გადაიცვა რაც ხელთ მოგხვდება, ნაძვისხესავით აჭრელდე, აქსესუარებით დაიხუნძლო, ცხვირზე ფერადჩარჩოიანი სათვალე დაიკოსო და თმებგაბურძგნულმა, ასეთი ხულიგნური იმიჯით მოიწანწალო მთელი ქალაქი მეგობრებთან ერთად. რატომაც არა? გავატაროთ ერთი დღე, მომაბეზრებელი "ქუსლოჩკებისა" და აბრეშუმის პერანგების გარეშე. ჰოდა სტილი boho chic-რომლის ფუძემდებლადაც ჩემთვის უსაყვარლესი მსახიობი სიენა მილერი ითვლება, ზუსტადთ ამ სიტუაციისთვისაა ზედგამოჭრილი. სიენას რომლის ჩაცმულობაც მსოფლიო პრესის გლამურული გამოცემებისთვის, ერთერთი აქტიური განხილვის და "თვალთვალის" საგანია, როგორც წესი არ სჩვევია ბევრის ფიქრი იმაზე თუ რა ჩაიცვას ამა თუ იმ სიტუაციაში და სწორედ სამოსის მიმართ ამგვარი მიდგომა ანიჭებს ვარსკვლავის იმიჯს განუმეორებლობას. ქვემოთ მოყვანილ ფოტოებზე boho chic-ის სტილისთვის დამახასიათებელი რამოდენიმე ლუქია მოყვანილი ინსპირაციისთვის, თუმცა ამ სტილის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ იგი არავითარ კანონს არ ემორჩილება, ნებისმიერ ჩვენგანს თავად, სრულიად დამოუკიდებლად შეუძლია, გაღვიძებისთანავე, განწყობის მიხედვით შექმნას boho chic-სტილის მორიგი შედევრი და მერე ამით მოიწონოს თავი. imageimageimage

0
433
2-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
433
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0