x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138464
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
«ადოლფ ჰიტლერი 1938 წელს გარდაიცვალა...» — მესამე რაიხის ლიდერის ორეულის აღსარება

II მსოფლიო ომის დაწყების წინ, მსოფლიოში უჩვეული ინფორმაცია გავრცელდა: აშშ-ში წიგნი — «ადოლფ ჰიტლერის უცნაური სიკვდილი» (Strange Death of Adolf Hitler) გამოვიდა, რომლის ავტორი ირწმუნებოდა, რომ გერმანელების ფიურერი, ჯერ კიდევ 1938 წელს გარდაიცვალა... და რომ ის, ნსდაპ-მა (NSDAP — ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია) ორეულით, მაქსიმილიან ბაუერით ჩაანაცვლა, რომელიც გარეგნობით, ჰიტლერისგან არაფრით განსხვავდებოდა...


image


ამერიკული კომპანიის — Macaulay–ის გამომცემლების განცხადებით, წიგნის ხელნაწერი მათ გერმანელმა ოფიცერმა გადასცა, რომელიც ამერიკაში რამდენიმე დღით იყო ჩასული და რომელსაც, მისი თქმით, ნაცისტური იდეოლოგია არ მოსწონდა. ის აშშ-ი გემით ჩავიდა და იგივე გემით აპირებდა უკან დაბრუნებას. ხოლო, ხელნაწერი ორ — გერმანულ და ინგლისურ ენებზე იყო.

«1939 წლის იანვრის ბოლო პარასკევს, ჩვენი ოცდაათწლიანი მოღვაწეობის მანძილზე, ყველაზე უჩვეულო ხელნაწერი მივიღეთ. წყაროები, რომელიც წიგნს საფუძვლად ედო, მისი ნამდვილობის გარანტია იყო», — ნათქვამია წიგნის წინასიტყვაობაში.

გამომცემლები ირწმუნებოდნენ, რომ ხელნაწერის წარმომავლობა და მასში მოთხრობილი მოვლენების ჭეშმარიტება «დეტალურად გადაამოწმეს» და ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა...


ორეულის აღსარება


წიგნში მოთხრობილია იმის შესახებ, რომ ადოლფ ჰიტლერმა 1933 წელს, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, თავისთვის რამდენიმე ორეული აიყვანა და მათ მომზადებაში, თავადვე მონაწილეობდა. ორეულები ნაცისტების ლიდერს მხოლოდ გარეგნობით კი არ ჰგავდნენ, მისი სიარულის მანერის და ხმის ტემბრის და საუბრის სტილის იმიტაციასაც აკეთებდნენ. მათი ამოცანა კი, საზოგადოებრივ ღონისძიებებზე ლიდერის ჩანაცვლება იყო.

imageერთ-ერთ ორეულს მაქსიმილიან ბაუერი ერქვა და წიგნიც სწორედ მისი სახელით იყო დაწერილი. ბაუერი ირწმუნებოდა, რომ მას შემდეგ, რაც 1938 წლის 29 სექრემბერს ჰიტლერი თავისივე თანაპარტიელებმა მოწამლეს, გერმანიის ხელისუფლებას სათავეში სწორედ ის ჩაუდგა. «ეს ვახშმის დროს მოხდა. სუფრასთან ჰიტლერის გარდა, გერინგი, გებელსი და რიბენტროპი იყო. მათ ნამდვილ ფიურერს საჭმელში სამხრეთ ამერიკული ნარკოგიკი ჩაუყარეს» — აცხადებს ჰიტლერის ორეული.

თუმცა, ამის შემდეგ, ბაუერის ცხოვრებაში მაინც არაფერი შეიცვალა. ის იძულებით, ჰიტლერის როლის შესრულებას ისევ აგრძელებდა. აქვე უნდანა ღინიშნოს, რომ წიგნში ამ ისტორიის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად, არანაირი საბუთი არ არის წარმოდგენილი, გარდა იმისა, რომ თითქოს, 1938 წლიდან მესამე რაიხის პოლიტიკა შეიცვალა.


რა არის ცნობილი ჰიტლერის ირეულების შესახებ


მიუნხენის შეთანხმების (1938 წლის 30 სექტემბერი) წინ, ჰიტლერის სიკვდილის მოსურნე, მართლაც ბევრი ადამიანი იყი. თუმცა, იმ პერიოდში, მათავარი ნაცისტის გარდაცვალების დამადასტურებელი, რაიმე მტკიცებულება, ისტორიას არ შემოუნახავს. არც ის არის ცნობილი, თუ რა დაემართა ბაუერს აღნიშნული წიგნის გამოქვეყნების შემდეგ.

სავსებით შესაძლებელია, რომ «ადოლფ ჰიტლერის უცნაური სიკვდილი» გამიზნული დეზინფორმაცია, ან ლიტერატურული მისტიფიკაცია ყოფილიყო...
imageთუმცა, აქვე უნდა აღინიშნო, რომ არსებობს ირიბი მტკიცებულება, ჰენრიხ მიულერის დაკითხვის ოქმის სახით, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში გასაჯაროვდა და რომელშიც ნათავამია, რომ ფიურერისთვის ათობით ორეულის შერჩევა ხდებოდა და მათ კანდიდატურებს პირადად ჰიტლერი ამტკიცებდა. ხოლო, თუ რომელიმე «სტანდარტებს არ შეესაბამებოდა», — უბრალიდ, კლავდნენ... და რომ, ორეულების გამოყენება ჰიტლერის მხოლოდ დაგეგმილ საჯარო გამოსვლების დროს კი არა, მაშინაც ხდებოდა, როდესაც მესამე რაიხის უფროსს საფუძვლიანი ეჭვი გააჩნდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

ცნობილია ისიც, რომ ყველაზე მეტად ჰიტლერს ავსტრიელი გუსტავ ველერი ჰგავდა, რომელიც ადრე ტიპოგრაფიაში მუშაობდა. ასევე ცნობილია, ეროვნებით ებრაელის, კლაუს ბუშტერის სახელი, რომელიც «საიდუმლო მისიაში» პირდაპირ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკიდან მოხვდა.

ის ფაქტი, რომ ჰიტლერს ორეულები ჰყავდა, იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ფიურერმა, 1945 წელს, საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მოაწყო და ევა ბრაუბათან ერთად, არგენტინაში გაიქცა. თუმცა, ეს უკვე სხვა ისტორიაა...

imageimageimage


* მესამე რაიხის საიდუმლოებები

* 2 ფაქტი, რომელიც ჰიტლერის გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა

* გერმანიამ ომი ნარკოტიკების გამო წააგო. რატომ არ მოკლეს ჰიტლერი 1944 წელს

* მან ჰიტლერის ბრძანება არ შეასრულა და პარიზი გადაარჩინა
* 45 მნიშვნელოვანი ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ (უცხოური პრესის ვერსია)
* სტალინი და ჰიტლერი: იპოვეთ განსხვავება (+ ნაციზმი და კომუნიზმი – პლაკატებით გაშიშვლებული იდეოლოგია)


0
1761
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1761
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0