x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
45 წლის დევიდ ბექჰემი ცოლის კოსმეტიკას იყენებს

image

45 წლის დევიდ ბექჰემი იმ მამაკაცთა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც საკუთარ გარეგნობაზე ძალიან ზრუნავენ. ყოფილო ფეხბურთელის გულშემატკივრები ხშირად აღნიშნავენ, რომ მამაკაცი ფოტოსესიებზე და ღონისძიებებზე ძალიან კარგად გამოიყურება. მისი საიდუმლო კი ცოლმა, ვიქტორია ბექჰემმა გასცა. როგორც გაირკვა, დევიდი უბრალოდ აღმერთებს ცოლის კოსმეტიკის ხაზს VBB-ს, კერძოდ კი სახის შრატს. ვიქტორიას თქმით ახალ ტესტერებს სწორედ დევიდზე სინჯავს, რადგან ის მისი “საუკეთესო მოდელია".

image

ბექჰემი კოსმეტიკით გატაცებას არც არასდროს მალავდა, მას ინტერვიუებში ხშირად უთქვამს, რომ სარგებლობდა ცოლის დამატენიანებელი ტუჩის ბალზამით და კრემებით: “მე ვცხოვრობდი მანჩესტერში, მადრიდში, ლოს ანჯელესში, სამივე ქალაქში განსხვავებული კლიმატია, ამის გამო მომიწია კანზე ზრუნვა. კოსმეტიკურ საშუალებებს ცოლისგან ვიღებდი, რადგან ვიცოდი, რომ მას ყველაფერი საუკეთესო აქვს."

image

0
103
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0