სხვა დაცვის უფროსს პატარძლის სახით მოჩვენება გამოეცხადა 2020, 25 აგვისტო, 11:39 ![]() მამაკაცის თქმით, მანამდე მას არასდროს სჯეროდა მოჩვენებების, მაგრამ რაც ნახა. სხვა ახსნა ვერ მოუძებნა. ბირმინგემში სამშენებლო ობიექტის უსაფრთხოების უფროსმა ადამ ლისი(Adam Lees), ღამით მორიგეობის დროს ისეთი რამ იხილა, რამაც შიშისგან ძარღვებში სისხლი გაუყინა. მამაკაცის თქმით, ღამით კამერაზე მოძრაობის სენსორი ამუშავდა და მიიღო სიგნალი. როდესაც მან ეკრანს გახედა, გაოცებისგან გაშეშდა, ეკრანზე იხილა გოგონას აჩრდილი, რომელსაც საპატარძლო კაბის მსგავსი ეცვა და ხელში რაღაც გაურკვეველი საგანი ეჭირა. ![]() "წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძლება ყოფილიყო, დანარჩენი ღამის განმავლობაში თვალი ვერ მოვხუჭე და ვცახცახებდი. არასოდეს მჯეროდა მოჩვენებების, მაგრამ ეს ვერაფრით ავხსენი. ეს იყო ყველაზე უცნაური რამ, რაც კი მე მინახავს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასობით მსგავსი ობიექტის დაკვირვებისას."-აღნიშნა ადამ ლისმა. ![]() 218 3-ს მოსწონს
|