x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ინტიმური ჰიგიენის 6 წესი, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
image


თავის მოვლა - ქალის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით კი, ეს ინტიმურ ჰიგიენას ეხება. ქალების უმრავლესობა ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ თვალსაზრისით, უამრავ შეცდომას უშვებს, რამაც შესაძლოა მათ ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს. დღეს გადავწყვიტე ინტიმური ჰიგიენის სწორედ იმ 6 წესის შესახებ მოგიყვეთ, რომელიც ყველა ჩვენგანმა აუცილებლად უნდა იცოდეს.




მთავარი შეცდომა - ძველი საპარსის გამოყენება


image


ძველ საპარსს შეუძლია ნაზი კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, ამიტომ თუ მისი გადაგდება გენანებათ, შეგიძლიათ ის სხეულის სხვა ნაწილებისთვის გამოიყენოთ.





საშუალების შერჩევა


image


გამოიყენეთ სპეციალური საპარსი გელები, ჩვეულებრივი საპონი კანს აშრობს და თმას ნაკლებად დამყოლს ხდის.





როგორ უნდა დაიბანოთ სწორად?


image


როგორც ექიმების გვირჩევენ, აუცილებელია სპეციალური ინტიმური საპნის გამოყენება, რომელიც შედარებით ნაკლებ ტუტეს შეიცავს. დაბანისას ნუ მიმართავთ წყლის ნაკადს პირდაპირ საშოს მიმართულებით, რადგან ამან შესაძლოა თქვენი კანის ნაზ ფენას ზიანი მიაყენოს.





უპირატესობა ბამბის საცვლებს მიანიჭეთ


image


გეთანხმებით, რომ აბრეშუმის და სინთეტური ქსოვილის საცვლები სხეულზე ბევრად უფრო ეფექტურად და სექსუალურად გამოიყურება, თუმცა ისინი რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ნაზ კანს ზიანს აყენებს, ხოლო აი, ბამბის ტრუსები კი, კანს სუნთქვის საშუალებასაც აძლევს, გაღიზიანებასაც არც იწვევს და არც ინფექციებს ავრცელებს.






რომელი საშუალება ავირჩიოთ?


image


ინტიმური ჰიგიენისთვის ყველაზე სწორი საშუალებები უსუნო პროდუქტებია. ყველა სურნელოვან საცხს, გელსა თუ საპონს pH მჟავიანობა აღენიშნება, რაც მიკროფლორაზე არა მხოლოდ ცუდად მოქმედებს, არამედ პირველ რიგში, მის ბალანსსაც მკვეთრად არღვევს.





საცვლების რეცხვისთვის ისეთი სარეცხი ფხვნილი შეარჩიეთ რომელსაც სურნელი არ აქვს


image


სარეცხი ფხვნილი ქიმიკატების გარეშე ბიკინის ზონის დელიკატურ კანზე გაღიზიანებასა და გამონაყარს თავიდან აგაცილებთ.





0
1327
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1327