x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ხელფასს მითვლით?!-შალვა ნათელაშვილს მიაჩნია,რომ არც ერთ სესიას არ დასწრებია, თუმცა ხელფასის სახით აღებული 200 000 ლარი ეკუთვნოდა
image


ჟურნალის ირაკლი იმნაიშვილის კითხვაზე, რატომ იღებდა მაინც დეპუტატის ხელფასს 4 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც პარლამენტის მანდატი დახია და ბოიკოტი გამოუცხადა მაშინდელ ხელისუფლებას, ნათელაშვილმა უპასუხა, რომ დეპუტატად იყო არჩეული და ეს აღებული ხელფასი ეკუთვნოდა.


"„დეპუტატად არჩეული ვიყავი და ხელფასი მეკუთვნოდა. დეპუტატობაზე არა, პარლამენტში შესვლაზე ვთქვი უარი, მაგრამ დეპუტატობის შეწყვეტაზე უარი გვითხრა ჩვენ პარლამენტმა. მე უფასო საშუალო განათლება ვაჩუქე ჩემს ქვეყანას და რამდენიმე მილიარდი ლარი ვაჩუქე. ჩვენ რომ დენის ტარიფი დავწიეთ 7 თეთრამდე და 11 თეთრამდე თბილისში 3 წლის განმავლობაში, 3 მილიარდი ვაჩუქე ქვეყანას და ხელფასს მითვლით? 30 წელი პოლიტიკაში ნამყოფ პიროვნებას უთვლიან - რამდენი მოიპარა, ბიუჯეტიდან რამდენი წაიღო, რამდენი ჩუმი ბიზნესი გაიკეთა, რამდენი ქონება სხვის სახელზე გაიფორმა? დამითვალეთ, კი ბატონო“, - განაცხადა ნათელაშვილმა.


ლეიბორისტთა ლიდერი, როგორც ჩანს აგრეთვე გააღიზიანა იმნაიშვილის კითხვამ, სადაც ჟურნალისტი ახსენებს, რომ "ქართული ოცნების“ პერიოდში ლეიბორისტულმა პარტიამ დაფინანსების სახით 2, 881 699 ლარი მიიღო.



„ვანო ჩხარტიშვილმა დაღუპა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ის არის ივანიშვილთან ერთად თანამმართველი და თქვენ ბრძანდებით ვანო ჩხარტიშვილის ჟურნალისტი“, -განაცხადა ნათელაშვილმა.

ლეიბორსიტმა ლიდერმა ისიც დასძინა, როცა იგი(იმნაიშვილი) ჩხარტიშვილის ტელეკომპანია „მზეში“ ხელმძღვანელად მუშაობდა, შემდეგ ბიზნესმენმა ის ლონდონში წაიყვანა, რაზეც იმნაიშვილმა უპასუხა. რომ მან დედოფლის სტიპენდია მიიღო და ლონდონში თავისმა განათლებამ წაიყვანა.


1
484
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
484
  
2020, 3 სექტემბერი, 18:42
ერთხელ მავანიმაც გამოიჭირა,აქცია იყო და ფეხით მივიდა. ხოლო როცა დასრულდა აქცია,ფეხით წავიდა,გაიარა 100 მეტრი და პრადოში ჯდებოდა,როცა მავანიმ ღადაობა დაუწყო და ფიტით წავიდა მერე :) რაც ამას ფული აქვს აღებული,რომ მოგვცა მე და თქვენ(ავტორ) ერთი 2 წელი არაფერი რო არ გავაკეთოდ,არაფერი მოგვაკლდება,არც ჩვენ და არც ჩვენ ოჯახებს. სოციალ-დემოკრატიას აწვება,ფთოსანი ფრაზებით გამოირჩევა და ასეთები,ხალხის გაჭირვებას გასამდიდრებლად იყენებენ.აიღე ნებისმიერი სოციალისტი და გამოიძიეთ,თუ რა ქონებას ფლობენ და მიიღებს მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანებს,რომელთა ქონებაც დაფარულია და თვალში არ გვხდება.მერე ლიბერტარიანელებზე ექნებათ პრეტენზია რო ხალხს სისხლს წოვენო.
0 1 1