x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
რასთან გვაქვს საქმე ქართულ "კუდაბზიკობასთან" თუ ახალ ტრენდთან- "საქართველოში მუშაობა სირცხვილია"

image ბევრჯერ მითქვამს, რომ სოფელიც მაქვს, სადაც ციტრუსის, თხილის, ვაზის და კივის პლანტაციები გვაქვს ბამბუკის პლანტაციასთან ერთად.
4 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული თხილი, დავიქირავეთ გამოცდილი აგრონომი, რომლის დახმარებითაც ყველა საჭირო აგრო სამუშაო მიწის დამუშავებით დაწყებული, დაროსანას და ობის საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დროულად იქნა ჩატარებული.
შედეგმაც არ დააყოვნა და თხილის მოსავალი წელს ჩვენს ბაღში რეკორდულია, თხილი დახუნძლულია ნაყოფით, მისი ხარისხი კი მაქსიმალურად მაღალია.
მაგრამ მოსავლის აღებისას თავი იჩინა პრობლემამ, 4 ჰექტარზე გაშენებული თხილის პლანტაციაში თხილის შეგროვება ოჯახის ძალით შეუძლებელია, მუშები კი კორონავირუსის გაჩენის შემდეგ ძნელი საძებარია.
მამა რამდენიმეჯერ მივიდა დევნილთა დასახლებაში, სადაც დევნილები დადიან თხილის შესაგროვებლად, მაგრამ უარი უთხრეს: ფერდობზე ვერ ვიმუშავებთო, არა და არც თუ ისე დიდ ნაწილზეა ფერდობზე თხილი გაშენებული.
მით უმეტეს საკუთარი ტრაქტორი "Т16" გვყავს და გამოტანა მათ არ მოუწევდათ პლანტაციიდან.
ადრე ჩვენივე სოფელში ვქირაობდით მუშებს, ახლა რატომღაც ყველას ეზარება თხილზე მუშაობა, შარშან და შარშანწინ თბილისიდან ჩამოსული სტუდენტი ბიჭიც მუშაობდა ჩვენს პლანტაციაში, დღეში 30 ლარს ვუხდიდით სამჯერადი კვებით, სტუდენტ ბიჭს კი მამამ დამატებით 50 ლარი გადაუხადა კარგი მუშაობის გამო.
წელს 40 ლარს ვთავაზობთ მუშებს, სამჯერადი კვებით, მაგრამ ფიზიკურად არაა მუშები.
ისინი ვინც ადრე დადიოდნენ თხილის შესაგროვებლად ახლა უარს აცხადებენ მუშაობაზე, ისეთებიც ვიცი თურქეთში ქათმის ფერმაში სკორეს, რომ ეზიდებოდა, მაგრამ აქ რატომღაც სამარცხვინოდ მიაჩნიათ მუშაობა.
არა და ზუსტად ვიცი რამდენიმე მათგანი სოციალურ დახმარებას იღებს, არ ჯობია დღეში 40 ლარი აიღო მუშაობაში ვიდრე მთელი თვე შოშიას ბარტყივით პირდაფჩენილი უცდიდე სოციალური დახმარების ჩარიცხვას.
შაბათ-კვირას არ ვმუშაობ და მშობლებს და ოჯახს დავეხმარებოდი, მაგრამ სამწუხაროდ წვიმა დაიწყო. თხილის ფასი ისედაც არაა მაღალი და დროულად თუ არ იქნა მოსავალი გამოტანილი პლანტაციიდან უფრო დაუვარდება ფასი.

0
691
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
691