x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რა ყაჩაღობაა?! მთელ საქართველოს მოვდებ თქვენ ამბავს! რომ თქვენისთანა თაღლითებთან არავინ დაიჭიროს საქმე" - მანჩო გიორგობიანი

image


სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში ბიზნესმენ თემურ უგულავას ყოფილი მეუღლის ბაია დავითაიას ფეისბუქ პოსტს ეხმაურება და "ომეგა მოტორსის" ხელმძღვანელობას დაუყონებლივ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას საჯაროდ ჰპირდება, რომ მათი თაღლითობის ამბავს მთელ ქვეყანას გააგებინებს. გიორგობიანის თქმით, მისმა მეგობარმა ცენტრიდან სულ ახალი, ძვირადღირებული ავტომობილი გამოიყვანა, თუმცა მალევე მანქანას უამრავი პრობლემა შეექმნა, კომპანიის მენეჯმენტი კი ცრუ დაპირებებით 8 თვის განმავლობაში დაზარალებულს უკან არც თანხას უბრუნებს და არც პრობლემურ მანქანას სხვა ავტომობილში უცვლის. სამოქალაქო აქტივისტის პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მოქალაქეების უმრავლესობა კომენტარებში საკუთარ უსიამოვნო გამოცდილებაზე წერდა და აღნიშნულ კომპანიას ერთ - ერთ ყველაზე ცუდ და გაუმართავ სერვის ცენტრად მოიხსენიებდა: " ომეგა მოტორსი • Omega Motors ზაზა ოქუაშვილი / Zaza Okuashvili, მინდა მჯეროდეს, რომ ხელმძღვანელობამ არ იცის რა ხდება ამ კომპანიის მენეჯმენტში! უკვე მერვე თვეა აწამებენ ჩემ მეგობარს, რომელმაც, იდეაში, სულ "ახალი " მანქანა იყიდა თქვენთან და მას მერე, რამდენჯერმე მოიყვანა გასაკეთებლად, ურევს მთელი ელექტროობა, არ მუშაობს მნიშვნელოვანი მონიტორი და ა.შ.. ახლაც, ერთი თვეა აკეთებენ და კიდევ ვერ გაუკეთებიათ... ეს რა წესია, რა ყაჩაღობაა?! გამოუცვალეთ მანქანა ადამიანს!!! ყოველ დღე ახალ-ახალი ტყუილები როდემდე უნდა ისმინოს?! ეს ხომ ცნობილი კომპანიაა და არა რაღაც ერთი დღით შექმნილი თაღლითი "შპს" თუ დროულად არ მიიღებთ ზომებს და არ მოუგვარებთ ბაია დავითაიას კუთვნილი მანქანის პრობლემას, მაშინ ჩავთვლი, რომ ეს კომპანია ასეთი აფერისტობებით შოულობდა და აპირებს გააგრძელოს ფულის შოვნა, რაც არ გაგივათ...! მთელ საქართველოს მოვდებ თქვენ ამბავს! რომ თქვენთან არავინ დაიჭიროს საქმე და რომ ახალი მანქანის ყიდვაც არ შეიძლება თქვენისთანა თაღლითებთან!!!"- დაწერა მანჩო გიორგობიანმა საკუთარ გვერდზე. ახლა კი გთავაზობთ, თავად ბაია დავითაიას ვრცელ პოსტს უცვლელად, რომელსაც "ფეისბუქში" დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.



imageimage





0
225
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
225