x
image
არჩილ ვერულიძე
მსოფლიოში პირველი ვებ – გვერდი
image

მოგეხსენებათ, პირველი კომპიუტერული ქსელები შეიქმნა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში. მაშინდელი საკაბელო ხაზებისა და რადიო გადამცემი არხების, შეერთებული შტატების სამხედრო და სამთავრობო ორგანიზაციების საფუძველზე. ინტერნეტი, რომელსაც დღეს ყველა ასე შევეჩვიეთ, ჯერ არ არსებობდა, ხოლო მისი ”პროტოტიპი” იყო ARPAnet ქსელი.


1970-იან წლებში, როდესაც ARPAnet უკვე 15 კვანძს ითვლიდა, გაჩნდა ელ-ფოსტა: 1971 წელს იქნა შემუშავებული შესაბამისი პროტოკოლი (@) სიმბოლო გახდა ელექტრონული ფოსტის მისამართის განუყოფელი ნაწილი. 1972 წელს რეი ტომლინსონმა შექმნა პირველი ელ.ფოსტის კლიენტი, რომელიც TENEX ოპერაციულ სისტემასთან ერთად მიეწოდებოდა მომხმარებელს.


ინტერნეტი "დაიბადა" 1983 წელს, როდესაც 1 იანვარს მიიღეს TCP / IP- ის ერთიანი პროტოკოლი. მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ გლობალური ინფორმაციის გადაცემის ქსელის შექმნაზე იყო საუბარი. რაც შეეხება WWW სერვისს, რომელსაც დღეს ბევრი ადამიანი ზოგადად ინტერნეტს უკავშირებს, მის გამოჩენამდე კიდევ 8 წელი იყო დარჩენილი.



მსოფლიოში პირველი საიტი ( კაცობრიობის ისტორიაში!) შეიქმნა 1990 წლის მაისში. ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN) თანამშრომლის ტიმოტი ჯონ ბერნეს-ლის (რომელმაც შეიმუშავა HTTP და ერთიანი რესურსების URL სისტემის კონცეფცია ერთი წლით ადრე) და მისი კოლეგის რობერტ კაილაქსის მიერ. ამ საიტს ჰქონდა დომენის სახელი - info.cern.ch. ეს URL ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ დღეს არის "მემორიალის" ვებ-გვერდი, რომელიც ეძღვნება WWW მომსახურების "დაბადების" ისტორიას. პირველი საიტის ასლის ნახვა შეგიძლიათ აქ:


http://info.cern.ch/LMBrowser.html


პირველი საიტის ინტერფეისი, როგორც ჩანს, ძალიან მარტივია. პირველი ბრაუზერი (ასევე, სხვათა შორის, შექმნილია ბერნეს-ლის) მიერ. არ შეეძლო კომპიუტერულ გრაფიქასთან მუშაობა, და მითუმეტეს მულტიმედიასთან, ამიტომ საიტი მხოლოდ ტექსტური იყო. ამ ტექსტის ზოგიერთი სიტყვა სრულდებოდა კვადრატულ ფრჩხილებში, რიგითი ნომრებით: ეს იყო ჰიპერბმულები. მათზე გადასასვლელად საჭირო ხდებოდა კლავიატურით შესაბამისი რიცხვის აკრეფა 1-დან 45-მდე (სწორედ ამდენი ბმული იყო ამ პირველ ვებ – გვერდზე) ბოლოში კი განლაგებული ხაზი სწრაფი ბრძანებებისთვის (როგორც MS-DOS- ში) ის ყოველთვის იყო წარმოდგენილი ეკრანზე, ხოლო დანარჩენი სტრიქონების ამოძრავება შეიძლებოდა ზემოთ ან ქვემოთ ეკრანზე.


სერვერი, რომელზეც განთავსებული იყო მოცემული საიტი გახლდათ NeXT კომპიუტერი, შემდეგი აპარატული მონაცემებით.(ეს არის მსგავსი NeXT კომპიუტერების საცნობარო მახასიათებლები; პირველივე ვებ-სერვერის ზუსტი პარამეტრები, სამწუხაროდ, არ არის შემონახული)


• პროცესორი - Motorola 68030 (32-ბიტიანი, 24 MHz);


• ოპერატიული მეხსიერება - 8-დან 64 MB-მდე.


• მყარი დისკი - 330 ან 660 MB.


• ქსელის ადაპტერი - 10Base-2 Ethernet.


ამასთან, ტიმოთი ბერენ-ლიმ თავდაპირველად შეიმუშავა HTTP პროტოკოლი და HTML ენა, გრაფიკული გამოსახულების უნარის გათვალისწინებით. ტექსტის ფორმატირება და პირდაპირ მასში მითითებული ბმულების ხაზგასმა, რომელზედაც საკმარისია თაგვის ( Mouse) ერთი დაჭერა. ჰიპერბმულის საშუალებით ხმის მოსმენა და ვიდეოს ხილვაც კი იყო შესაძლებელი თავდაპირველად. მაგრამ პირველი გრაფიკული ბრაუზერი მხოლოდ 1993 წელს გამოჩნდა, როდესაც World Wide Web -ში 100-ზე მეტი საიტი იყო.


0
75
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0