მუსიკა უკრაინელმა მომღერალმა მინდორ-ველში მთლიანად შიშველმა გაინავარდა(ფოტო) 2020, 19 აგვისტო, 19:27 ანასტია კამენსკიხმა Instagram- ზე თაყვანისმცემლებს გაუზიარა ფოტო, სადაც სრულიად დედიშობილა დანავარდობს ველურ ბუნებაში 33 წლის მომღერალმა საკუთარი ტანსაცმელი შუა მინდორში გაიხადა, რათა იგრძნოს ველურ ბუნებასთან ერთობლიობა. ახალგაზრდა ქალის თქმით, ეს მისთვის უკვე ტრადიციად იქცა, რომელსაც წლიდან წლამდე ინარჩუნებს. "ასეთი ტრადიცია მაქვს: ყოველთვიურად, თბილ სეზონზე მთელი დღის განმავლობაში მივიდივარ იქ, სადაც ვგრძნობ იმ განსაკუთრებულ კავშირს, სადაც მხოლოდ მე და ბუნება ვართ ერთად, როდესაც სასიამოვნო ნიავი ელამუნება ჩემს სხეულს, როდესაც მზე სხეულს რბილი სხივებით ეხება"-წერს სოციალურ ქსელში მომღერალი. იმისთვის, რომ ნასტიას ბუნებასთან ერთიანობას ხელი არაფერმა არ შეუშალოს, იგი იშორებს ტანსაცმელს და ყველა პრობლემას უკან იტოვებს, თუმცა, როგორც ჩანს, მომღერლის გულშემატკივრებს დაეზარათ ასეთი გრძელი პოსტის წაკითხვა, სამაგიეროდ დაიწყეს მისი ფიგურის განხილვა. მრავალრიცხოვან კომპლიმენტებს შორის, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ ასეთი თამამი ფოტოთი. და კიდევ, ანასტასია, როგორც გვიმტკიცებს "მარტო" ნამდვილად არაა დარჩენილი ველურ ბუნებასთან, ფოტო ხომ ვიღაცამ გადაუღო? ნასტია კამენსკიხი სცენაზე გამოდის ფსევდონიმით NK, მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიმღერა გამოდგა NK Peligroso, რომელიც Billboard ლათინური ჩარტების ტოპ-25-ში მოხვდა, სადაც 6 კვირის განმავლობაში დარჩა. ანასტასია სიმღერებს რამდენიმე ენაზე ასრულებს. 1228 4-ს მოსწონს
|