მსოფლიო ნუთუ მართლა 67 წლის არის? ბრიჯიტ მაკრონმა საცურაო კოსტიუმში ყველა აღაფრთოვანა 2020, 19 აგვისტო, 16:54 მხოლოდ ზარმაცი არ განიხილავს საფრანგეთის ახალგაზრდა პრეზიდენტსა და მის 67 წლის მშვენიერ მეუღლეს ბრიჯიტ მაკრონს. შეგახსენებთ, რომ 15 წლის ემანუელს ის, ჯერ კიდევ სკოლის წლებში თავდავიწყებით შეუყვარდა და მას შემდეგ საყვარელი ქალის გულის მოგებას ყველა საშუალებით ცდილობდა, რაც საბოლოოდ, წარმატებით გამოუვიდა კიდეც.დღესდღეობით, წყვილი ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება, თუმცა საერთო შვილები არ ჰყავთ, მაგრამ როგორც ჩანს, ფრანგ პოლიტიკოსს ეს ფაქტი ყველაზე ნაკლებად აღელვებს. ბრიჯიტი პრეზიდენტის ყველაზე დიდი მხარდამჭერი და საიმედო საყრდენია.ცოტა ხნის წინ, პაპარაცებმა დასასვენებლად მყოფი შეყვარებული წყვილისთვის რამდენიმე ფოტოს გადაღება მოახერხეს. პანდემიის შესუსტებისთანავე პრეზიდენტმა საყვარელ მეუღლესთან ერთად სტრესული სამუშაო თვეების შემდეგ ცოტა დასვენება და დიდი ხნის ნანატრი შვებულებით დატკბობა გადაწყვიტა.თუმცა ყველაზე მეტად ინტერნეტმომხმარებლები ბრიჯიტის სხეულმა აღაფრთოვანა, მართლაც საინტერესოა როგორც ახერხებს საფრანგეთის პირველი ლედი ამ ასაკში ასეთი იდეალური ფორმების შენარჩუნებას.1264 3-ს მოსწონს |