x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს მ.....ი საქართველოს გამტყუნებაზე ოცნებობს და ჩალიჩობს"- ნახეთ, რა ეპითეტით "შეამკო" სააკაშვილმა მოქმედი მინისტრი, რისთვისაც სექსიზმში ამხილეს

image


საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, იუსტიციის მინისტრის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ ფეისბუქ სტატუსს, სადაც მან თეა წულუკიანს "მახინჯი" უწოდა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და ვნებათაღელვა მოჰყვა, მაგალითად, უფლებადამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ სააკაშვილის მხრიდან, პოლიტიკოსი ქალის გარეგნობაზე დაბულინგება სექსიზმად მონათლა და მისი კომენტარი პოლიტიკურ გოიმობოდა შეაფასა, პატარაიას თქმით, პოლიტიკაში ქალის სილამაზის სტანდარტების შეფასების ადგილი არ არის: "ჩვეულებრივი სექსიზიმი! სამარცხვინო დაბულინგება პოლიტიკოსი ქალისა გარეგნობაზე. რით ვერ გაგზარდეთ პოლიტიკოსი კაცები ამ ქვეყანაში?! პოლიტიკოსს თუ ლანძღავთ, პოლიტიკოსი გალანძღეთ და ქალის სილამაზის სტანდარტებს პოლიტიკაში მაინც ნუ შემოგვაჩეჩებთ. 2020 წელს უკულტურობა და პოლიტიკური გოიმობაა უკვე ეს"- დაწერა არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი რეაქცია 16 აგვისტოს, თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც მოქმედმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ის ჰააგის სასამართლოში აგვისტოს ომის შესახებ წარდგენილ მტკიცებულებებს იცნობს და მას ეჭვი არ ეპარება რომ საქართველო აღნიშნულ დავას მოიგებს. წულუკიანმა ყოფილი პრეზიდენტის ფობიებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჰააგაში დავის წაგებასთნ დაკავშირებით სააკაშვილს შიშები აწუხებს, სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ წულუკიანის მისამართით გაკეთებული უხამსი შეფასება.


image





0
380
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
380