საზოგადოება კახეთში 9 წლის ბავშვი პნევმატური იარაღით დაიჭრა 2020, 19 აგვისტო, 12:06 უბედური შემთხვევა მოხდა კახეთში. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია მოზარდი. შემთხვევითი გასროლა სავარაუდოდ მისივე თანატოლმა განახორციელა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში პნევმატური იარაღიდან გასროლით 9 წლის მოზარდმა მუცლის არეში დაზიანება მიიღო. როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები იუწყებიან, გასროლის შედეგად, მცირეწლოვანს ღვიძლი აქვს დაზიანებული, რის გამოც ექიმებმა მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს. მედიკოსების შეფასებით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაშავებულს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. მოზარდის ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ მოზარდები იარაღით თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა შემთხვევით გაისროლა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. 26 შეფასება არ არის
|