x
image
თორნიკე55
ზურაბიშვილი მინსკში?

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დღეს ბელარუსში თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს ხოლმე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა 1 საათი დაჰყო მინსკის აეროპორტში და ის ახლა უნდა ბრუნდებოდეს უკან. თუმცა, როგორც პრეზიდენტის ადმინისტაციაში, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამას არ ადასტურებენ.

"კატეგორიულად უარვჰყოფთ და ვამბობთ, რომ არა თუ საქართველო, თბილისიც კი არ დაუტოვებია" - გვითხრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კი, "მთავარს" უთხრეს, რომ ასეთი რეისი დღეს არ შესრულებულა და მინსკის მიმართულებით სამგზავრო რეისი მხოლოდ 20 აგვისტოსაა დაგეგმილი. აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში ამბობენ იმასაც, რომ სამთავრობო რეისები მათ არ ეხებათ.

image

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0