ისტორია ნიკოლოზ II- ის ავტოფარეხი 2020, 16 აგვისტო, 18:56
იმპერატორ ნიკოლოზ მეორის პირველი გაცნობა თვითმავალ სატრანსპორტო საშუალებასთან მოხდა 1895 წელს. ახალგაზრდა მმართველს წარუდგინეს საფრანგეთში დამზადებული "Millet steam tricycle" გასაკვირია, რომ იმპერატორი გულგრილი დარჩა ამგვარი სატრანსპორტო საშუალების მიმართ და უახლოეს წლებში არ უფიქრია ავტომობილის შეძენაზე.
1903 წელს სამეფო თავადმა ვლადიმერ ნიკოლაევიჩ ორლოვმა სამეფო კარზე ავტომობილი მიიყვანა და თითქმის ყოველ დღე სთავაზობდა ნიკოლოზ II-ს ავტომობილით გასეირნებას. მალევე იმპერატორი იმდენად გაიტაცა ამგვარმა მოგზაურობებმა, რომ მან დაიწყო ფიქრი საკუთარი ავტომობილის შეძენაზე, მიზეზად შემდეგი დაასახელა: " ორლოვის სიკეთის ბოროტად გამოყენება არ შეიძლება" ბუნებრივია ეს საქმე თავად ორლოვს მიანდეს, , რომლის წყალობითაც, 1905 წელს, საფრანგეთში საიმპერატორო ოჯახისთვის იქნა შეძენილი ორი «Delaunay-Belleville» მარკის ავტომობილი. გარიგების ღირებულება, იმ დროისთვის, შთამბეჭდავი იყო - 18, 400 რუბლი. ორლოვმა მიიღო საიმპერატორო ავტოფარეხის უფროსის საპატიო თანამდებობა, ახალი მანქანების შეძენა დაიწყეს ერთმანეთის მიყოლებით, 1906 წელისთვის ნიკოლოზ II- ს ექვსი მათგანი ჰყავდა. მათი სრული ღირებულება 100, 000 რუბლს აღწევდა. 1908 საიმპერატორო ავტოფარეხს 26 თანამშრომელი ჰყავდა, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან, დაახლოებით 80. შენახვის ხარჯები ასევე დიდი იყო. 1908 წელს დაიხარჯა 69, 700 რუბლი, ხოლო 1911 წელს - უკვე 96, 681. ნიკოლოზ II- ისა და მისი ოჯახის ავტო კოლექცია მუდმივად იზრდებოდა. ყველაზე მდიდრული შესყიდვა 1909 წელს გაკეთდა. კომპანია Delaunay-Belleville- მა მიიღო შეკვეთა Delaunay-Belleville - 70 S.M.T ავტომობილის დამზადებაზე, რომლის სიმძლავრე 70 ცხენის ძალა იყო, ხოლო მასა დაახლოებით 4 ტონა, აჩქარება 100 კმ / სთ-მდე. ეს სიამოვნება რუსეთის ხაზინას 23000 რუბლი დაუჯდა. მძღოლების გასამრჯელო საკმაოდ მაღალი იყო: თვეში 90-100 რუბლი. შედარებითვის სამეფო არმიის ლეიტენატი დაახლოებით 70 რუბლს იღებდა ხელფასის სახით. ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ იმ დროს რუსეთში არც თუ ისე ბევრი მძღოლი ცხოვრობდა. ერთ-ერთ ჩანაწერში სამეფო თავადი ორლოვი წერდა: " ამ პროფესიის წარმომადგენლებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მძღოლს შეუძლია იმუშაოს იქ სადაც მოისურვებს, ამასთანავე გაცილებით მაღალი ანაზღაურებაც მიიღოს" ნიკოლოზ II-ე არ ივიწყებდა თავის მემკვიდრეს - პრინც ალექსეის. 915 წელს 11 წლის ბავშვმა საკუთარი მანქანა მიიღო. ეს იყო პატარა "Peugeot" რომელიც იწონიდა მხოლოდ 350 კგ-ს. მართალია ალექსეის არ აძლევდნენ საჭესთან ხშირად დაჯდომის უფლებას: იგი დაავადებული იყო ჰემოფილიით, ნებისმიერი დაზიანება საფრთხეს უქმნიდა მის სიცოცხლეს, პაწაწინა მანქანა კი 60 კმ / სთ სიჩქარეს ავითარებდა. იმპერატორი ღია მანქანით გადაადგილებას ამჯობინებდა, ამას იმით ხსნიდა, რომ მმართველს კარგად უნდა ხედავდეს მისი ხალხი. ეს ფაქტი შეშფოთებას იწვევდა სამეფო მცველებს შორის, რადგან ქვეყანაში რთული ვითარება იყო შექმნილი და მონარქზე თავდასხმა შეიძლება ნებისმიერ მომენტში მომხდარიყო. რევოლუციის შემდეგ სამეფო ავტოფარეხის მთელი ქონება, რა თქმა უნდა, ნაციონალიზირებული იქნა. ახალმა ხელისუფლებამ კარგი მემკვიდრეობა მიიღო რუსეთის ბოლო იმპერატორისგან. - 56 ავტომობილი 1000, 000 რუბლის საერთო ღირებულებით. რევოლუციის ლიდერები კი სიამოვნებას იღებდნენ ნიკოლოზ II- ის სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით. 117 შეფასება არ არის
|