x
image
არჩილ ვერულიძე
საინტერესო ფაქტები პტოლემეს ცხოვრებიდან.
image

კლაუდიუს პტოლემე ცხოვრობდა ალექსანდრიაში ახ. წ. 150 წელს. ანტიკურობის ეს დიდი მეცნიერი მრავალმხრივ განვითარებული იყო და დიდი გავლენა მოახდინა სხვადახვა მეცნიერებაზე. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები, რომლებიც დღემდე შემორჩენილია:


1. ასტრონომია: პტოლემეს ალმაგსტი ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომია ძველ ასტრონომიაში. საინტერესო ფაქტია, რომ მან აღწერა სამყაროს გეოცენტრული მოდელი. აღწერილია მზის, მთვარის და პლანეტების მოძრაობა დედამიწის გარშემო. იგი ასევე შეიცავს ვარსკვლავების კატალოგებს, მათი სიკაშკაშის ლოგარითმული სკალით. ნაშრომი გამოიცა 13 ტომად.


2. გეოგრაფია: პტოლემემ თავისი დროის მსოფლიო გეოგრაფია აღწერა თავის წიგნში, სახელწოდებით გეოგრაფია.პტოლემეს მიერ მოცემული რუქები მოიცავს 180 გრადუსიან სიგრძეს კანარის კუნძულებიდან ჩინეთში და გრძედის 80 გრადუსს არქტიკიდან ოსტ-ინდოებამდე.



3. ასტროლოგია: პტოლემეს ასტროლოგიის ტრაქტატი ცნობილია როგორც ტეტრობიბლია. წიგნმა დიდი გავლენა იქონია ასტროლოგიის პრაქტიკულ განვითარებაზე. პტოლემემ უარყო მეთოდები, რომელთაც არ გააჩნდათ ლოგიკური საფუძველი, ასევე თვლიდა, რომ ასტროლოგია არ იყო სრულიად საიმედო მეცნიერება. ამ ტრაქტატში ოთხი წიგნი იყო.

0
130
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0