სხვა რას და როგორ უწევდნენ რეკლამას სსრ კავშირში 2020, 26 აგვისტო, 9:07 სსრ კავშირირში რეკლამების და რეკლამირებისადმი მეტად უცნარი დამოკიდებულება ჰქონდათ. მაგ., რეკლამას უკეთებდნენ «ვოლგას», რომელიც არ იშოვებოდა და ყველა საბჭოთა მოქალაქის ოცნების ავტომობილი იყო... აქ გთავაზობთ იმ რეკლამების ნაკრებ, რომელიც ჩვენ ყოფილ «სამშობლოში» აქტიურად «ტრიალებდა». თუმცა, საქონლის უდიდესი ნაწილი, რომელსაც რეკლამა ეწეოდა, დეფიციტში იყო და ხშირ შემთხვევაში, ნორმალური ნივთის შესაძენად, მოსკოვში ჩასვლა და კილომეტრიან რიგებში დგომა იყო საჭირო. ავტომობილები სსრ კავშირში ავტომობილი, მხოლოდ გადაადგილების კი არა, ფუფუნების საგანიც იყო. მის შესაძენად საბჭოთა ადამიანები რიგში დგებოდნენ და მანქანას 5-6 წელს ელოდნენ. ხოლო, ხელზე, მისი ფასი, 2−3-ჯერ ძვირი ღირდა.
ვოლგის გარდა, საბჭოთა ხალხისთვის, ხელმისაწვდომი ავტომობილების რეკლამირებაც ხდებიდა. თუმცა, მის შესაძენად, ასევე რიგში ჩადგომა და წლების მანძილძილზე ლოდინი იყო საჭირო. მოპედები 70−80-იან წლებში სსრ კავშირში მოდაში მოპედები შემოვიდა და სარეკლამო ბიზნესმა თავი ამ მიმართულებითაც გამოიჩინა: საყოფაცხოვრებო ტექნიკა ტექნიკა ქვეყანაში ძალიან ძვირი ღირდა. მაგ., შავ-თეთრი ტელევიზორი, ყველა სახლში, მხოლოდ 70-იან წლებში გაჩნდა.
საკვები როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამწუხაროდ, რეკლამის არსებობა, ყოველთვის პროდუქტის არსებობას არ ნიშნავს: მაგ., სოსისის საყოველთაო დეფიციტის ფონზე, მისი რეკლამირება ხდებოდა და პოსტერებზე ეწერა, რომ აღნიშნული პროდუქტი, კონკრეტულად ამა თუ იმ მწარმოებლისგან უნდა შეეძინათ. თუმცა, რიდესაც სოსისის მაღაზიის დახლებზე ჩნდებოდა, მწარმოებელს არავინ კითხულობდა... სახელმწიფო კომპანიები
პოსტერზე წერია: დავაგროვე ფული შემნახველ სალაროში და საგზური შევიძინე. და ბოლოს, მსუბუქი საბჭოთა ეროტიკა — საცვლების რეკლამა: * «ტარხუნა», «ტუშონკა», «გუშონკა»... პროდუქტები, რომლებიც ყოფილ სსრ კავშირთან ასოცირდება * საბჭოთა «კოშმარები» ...და აღარავინ თქვას, «რა ქვეყანა დაანგრიესო!» * სსრ კავშირის დაშლის რეალური მიზეზი 734 5-ს მოსწონს
|