x
image
რუსო ჩარექიშვილი
"ხედავდე უსამართლობას და არ ჩაერიო,ეს ნიშნავს,რომ მონაწილე ხარ მისი" - ჟან-ჟაკ რუსო
"შესაძლოა, უსიყვარულიდაც ფლობდე სულმაღალთათვის დამახასიათებელ დიად გრძნობებს".

"ყველა გრძნობა სასარგებლოა, თუ ჩვენ მათ ვფლობთ და ცუდი- თუ ჩვენ ვემორჩილებით".

"მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს, მაგრამ იმის უფლება კი არავის აქვს რომ მას დაელოდოს".

"ცუდად ნასწავლი უფრო დაშორებულია სიბრძნისგან, ვიდრე-სრულიად უსწავლელი". image


"ხედავდე უსამართლობას და არ ჩაერიო, ეს ნიშნავს, რომ მონაწილე ხარ მისი".

"თითოეული ადამიანი სასარგებლოა კაცობრიობისათვის, მარტო იმითაც კი, რომ არსებობს".

"სინდისი ხომ არასოდეს მოატყუებს ადამიანს, რომელიც გულწრფელად გამოელის მისგან რჩევა-დარიგებას".

"ბავშვებს უნდა შევასწავლოთ ერთი მეცნიერება - ადამიანის მოვალეობათა მეცნიერება".

"ადამიანები მუდამ იქნებიან ისეთნი, როგორებადაც მათ ქალები ქმნიან, ამიტომ თუ თქვენ გსურთ შექმნათ დიადი და სათნო ადამიანები, შთააგონეთ ქალებს, თუ რა არის სიდიადე და სათნოება".

"აუცილებელი არ არის ადამიანისგან ფილოსოფოსი შექმნა, პირველ რიგში, მისგან ადამიანი უნდა აღიზარდოს".

"თქვენ ვერასოდეს ვერ შექმნით ბრძენებს, თუკი ბავშვებში სიცელქეს ჩაჰკლავთ".

"ხანდახან ისეთი ქებაც გვიყვარს, რომლის გულწრფელობაც არ გვჯერა".

"ცდომასთან ათასი გზა მიდის, ჭეშმარიტებასთან- ერთი".


0
92
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0