x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რატომ შეიძლება ნაყინისგან თავი აგტკივდეს

image

ცივმა დესერტმა შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს, ამასთან ძალიან უსიამოვნო შეგრძნებებით. ყველაზე უფრო ეს ჰგავს "ტვინის გაყინვას". ვისაც ერთხელ მაინც განუცდია ეს შეგრძნება, საეჭვოა როდესმე დაივიწყოს ან თავის ტკივილის სხვა სახეობებთან აერიოს.

ამ ბოლო დრომდე მეცნიერები ზუსტად ვერ ამბობდნენ, რასთან შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული. მკვლევარები ამ საკითხს მე-19 საუკუნიდან განიხილავენ, თუმცა "სიცივის თავის ტკივილმა" აღიარება მხოლოდ 1988 წელს მოიპოვა. ეს იმიტომ, რომ უსიამოვნო შეგრძნებები კი ითვლებოდა დისკომფორტად, მაგრამ ადამიანისთვის შედარებით უსაფრთხოდ. ამიტომ მეცნიერები ყოველთვის სხვა პრობლემებზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

რა არის სიცივის თავის ტკივილი?

image

იგი ჩნდება მაშინ, როცა სიცივე მოქმედებს პირზე ან პირდაპირ თავზე. უსიამოვნო შეგრძნებები თითქოს პირდაპირ თვალების უკან, ყურების უკან ან თავის ზედა ნაწილში ჩნდება. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ხშირ შემთხვევაში მსგავსი რეაქცია წარმოიშობა როგორც პასუხი ზედა სასის გაყინვაზე. მკვლევარების უმრავლესობის აზრით, ტკივილი იწყება სისხლძარღვების გაფართოებასა და შევიწროებასთან დაკავშირებით. ასეთი ნიშნები კი შაკიკს ახასიათებს.

ასევე არსებობდა აზრი, რომ სიცივის ტკივილი-ეს "არეკლილი ტკივილის" ერთ-ერთი სახეობაა. ასეთი სახელწოდების ქვეშ იგულისხმება ამოუცნობი ფიზიოლოგიური რეაქცია, როდესაც ერთი ადგილის გაღიზიანების შედეგად ტკივილი ჩნდება სულ სხვა ზონაში.

კავშირშია თუ არა ერთმანეთთან სიცივის ტკივილი და შაკიკი?

image

მეცნიერები ატარებდნენ გამოკველვებს მოხალისეებზე. მათ გამოკითხეს ისინი, ვინც სიცივის თავის ტკივილისგან იტანჯებოდა, აგრეთვე ჩაატარეს ექსპერიმენტები. მაგალითად, ადამიანებს სთხოვდნენ ყინულის ნატეხი პირში სასაზე მიჭერილი გაეჩერებინათ. გამოსაცდელების ნახევარზე მეტს თავის ტკივილები დაეწყო. ამასთან უმეტესობა აქამდე ერთი წლის განმავლობაში შაკიკისგან იტანჯებოდა.

მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ დაადგინეს ასეთი ურთიერთკავშირის მიზეზი. თუმცა უმრავლესობა იხრება აზრისკენ, რომ საქმე სისხლის მოძრაობის ხასიათშია, რომელიც სიცივის ზემოქმედების შედეგად საკმაოდ მკვეთრად იწყებს შეცვლას.

როგორ განვთავისუფლდეთ სიცივის თავის ტკივილისგან?

image

უსიამოვნო შეგრძნებები მაშინვე გადის, როგორც კი გამაღიზიანებელს მოვაშორებთ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ნაყინზე? არა, არ არის აუცილებელი-საკმარისია ის ოდნავ გამდნარი მივირთვათ. თუ ორგანიზმს ექნება ადაპტირების დრო, თავი არ აგტკივათ. კიდევ ერთი ვარიანტი-დალიეთ და მიირთვით ცივი პროდუქტი ისე, რომ იგი არ შეახოთ სასას. უმეტეს შემთხვევაში ეს მეთოდი ამართლებს.

0
166
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0