x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კახეთში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დაარბიეს და გაძარცვეს
image

წუხელ გვიან ღამით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმ.გიორგის სახელობის ეკლესია დაარბიეს და გაძარცვეს, დაზიანებულია ხატები და ჩამსხვრეულია მინები. დანაშაულის შესახებ ადგილობრივებმა დღეს დილით შეიტყვეს. ადგილზე პოლიცია მუშაობს.


ეკლესიის სტიქაროსნის, უჩა ქემაშვილის ინფორმაციით, დაზიანებულია ხატები და წაღებულია შესაწირი.

“დღეს ეკლესიაში მოსულმა, ვნახე რომ საკურთხეველთან ფანჯარა იუო გატეხილი, სავარაუდოდ ქურდები იქიდან არინ შესულები. მაშინვე პოლიცია გამოვიძახე, ”–განუცხადა "კახეთის ხმას" უჩა ქემაშვილმა.


image

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან დაახლოებით 50 ლარამდეა წაღებული და ასევე დაზიანებულია ერთ-ერთი ხატი. როგორც ადგილობრივი აღნიშნავს, ხატი მაშინ დაზიანდა, როდესაც დამნაშავე ეკლესიიდან ფანჯრიდან შეღწევას ცდილობდა.

image

"როგორც ჩანს ფანჯრიდან არიან შესულები იმიტომ, რომ კარები დაკეტილი იყო. პირველ რიგში გადაჭრილი არის ელექტროსადენები, თითქოს ვიდეოკონტროლის შეეშინდათ და გადაჭრეს სადენები. მერე შესულები არიან შიგნით რა თქმა უნდა. როდესაც ფანჯრიდან არის გადასული ეტყობა კანდელზე დაახტა სიბნელეში იყო, თუ დღისით იყო, კანდელია გადმოვარდნილი, " - ამბობს დეკანოზი, ჩუმლაყის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი მამა გრიგოლ მთვარელიშვილი.​

0
96
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0