x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უცნაური სურათი შუა გზატკეცილზე - ჯიუტი ქალი 10 წელია უარს ამბობს სახლის გაყიდვაზე (ვიდეო)
imageადგილობრივ ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ქალბატონ ლიან იმს საბოლოოდ დაითანხმებენ.


აგვისტოს დასაწყისში, ჩინეთის პროვინცია გუანჯოუში, საზეიმოდ გაიხსნა ოთხზოლიანი ხიდი, რომლის მშენებლობას ათი წელი დასჭირდა. მაგრამ არა იმის გამო, რომ ზოგიერთი ახალი ტექნოლოგია ან რთული დიზაინი გამოიყენეს, არამედ ერთი ჯიუტი ქალის გამო. ქალბატონმა ლიანმა სახლის გაყიდვა და სხვაგან გადასვლა არ ისურვა და გაყიდვის თაობაზე დღესაც აზრი არ შეუცვლია.

image


ამ ტერიტორიაზე მთლიანად 7 კომპანია და 47 კერძო სახლი იდგა, ყველა დათანხმდა ახალ ბინას და ფულად კონპესაციას, მხოლოდ ქალბატონი ლიანი გამოდგა კერკეტი კაკალი .


40 კვადრატული მეტრიან სახლში მიწის ნაკვეთიანად მას შესთავაზეს ორი ბინა და 1.3 მილიონი იუანი (დაახლოებით 560 000 ლარი), თუმცა მეპატრონემ მოითხოვა ოთხი ბინა და 2 მილიონი იუანი.

image

ჩინელი მშენებლები ასეთ შენობებს "სახლ-ლურსმანს" უწოდებენ. ხშირად მიწის მეპატრონეები რაიმე მიზეზით უარს ამბობენ ნაკვეთის გაყიდვაზე(მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად ასეთ შემთხვევაში მეპატრონეს სახლის რეალურ ღირებულებაზე ორჯერ, სამჯერ და ზოგჯერ 10-ჯერ მეტს უხდიან)და მთავრობას უწევს პროექტის კორექტირება ასეთი "ლურსმნის" შესაბამისად. ქალბატონ ლიანის შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლება კვლავ იმედოვნებს ამ საკითხის მოგვარებას, რადგან ახლა ქალი იძულებულია იცხოვროს იმ სახლში, სადაც არის ხმაური, სიბნელე და მტვერია.

image

"შეიძლება ფიქრობთ, რომ აქ ცუდი გარემოა?, მაგრამ სინამდვილეში აქ კარგია: სიმშვიდე, სიწყნარე და კომფორტია" იხტიბარს არ იტეხს ქალბატონი ლიანი პრესასთან ინტერვიუს დროს.


1
1361
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1361
  
2020, 16 აგვისტო, 5:45
კერძო საკუთრება ხელშეუხებელია ყველგან და ყოველთვის. ჩინეთის მთავრობას მოსათხოვი აქვს,ადამიანის იძულების და არაადამიანურ მოპყრობისთვის. ვიღაცას სასაცილოდ მოეჩვენება ამ ქალის ქცევა,მაგრამ მათ არ იციან საკუთრების ფასი. რამდენი ქართველიც ამ ქალზე გაიცინებს,იმდენი წელი გვაშორებს ტერიტორიულ მთლიანობასთან და რეალურად განვითარებასთან. ადამიანისთვის ეგ სახლი შეუფასებელია და აფასებს იმ თანხად,რაც არარეალურია.
0 1 1