x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138415
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
იცით როგორ გაჩნდა ქუსლიანი ფეხსაცმელი წითელი ძირით? - გაოგნდებით!
ალბათ გაგიგონიათ, რომ ფეხსაცმელი წითელი ძირით ლუბუტენის ფეხსაცმლითაა ცნობილი და სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, იდეა ფრანგ დიზაინერს, კრისტიან ლუბუტენს ეკუთვნის.



თქვენ იცოდით, თუ რა გახდა მიზეზი ქუსლიანი ფეხსაცმელის ძირი ყოფილიყო წითელი ფერის? ალბათ ბევრმა თქვენგანმა არა და აქვე გეტყვით, რომ თავდაპირველად ქუსლიანი ფეხსაცმელი იმისთვის არ გამოიგონეს, რომ ის ქალებს ჩაეცვათ. რა თქმა უნდა, ეს განცხადება ანგრევს სტერეოტიპებს, რადგან სხვა რა ელემენტი შეიძლება ყოფილიყო ქალთა კარადისა და სექსუალურობის სიმბოლო, თუ არა ქუსლიანი ფეხსაცმელი?



image



ჩემს სიტყვებში რომ დარწმუნდეთ, ამისათვის გადაფურცლეთ ევროპული მოდის ისტორიის წიგნები (დაგუგლეთ), საიდანაც ირკვევა, რომ "ამ ტრენდის" ფუძემდებელი გახდა მეფე ლუი XIV, რომელიც ფსევდონიმით "მზის მეფე" არის ცნობილი.




image

მე-16 საუკუნეში, სწორედ მეფე ლუი XIV-ემ გასცა ბრძანება, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელსაც ექნებოდა წითელი ფერის ძირი, სცმოდათ მხოლოდ მეფეებს და გამორჩეული წარმომავლობის მამაკცებს, რაც გამოარჩევდა მათ სხვა ადამიანებისგან. ამრიგად, ფეხსაცმელი გახდა განსაკუთრებული პრივილეგია, მარკერი.





მე -16 საუკუნის არისტოკრატებმა მასიურად შეცვალეს ფეხსაცმელი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით, მაგრამ შეექმნათ პრობლემა: ეს ფეხსაცმელი სავსებით შეუსაბამო იყო ყოველდღიურ წინდებთან ერთად სატარებლად.


image



საკავალერიო ფეხსაცმელი, მე-17 საუკუნე, სპარსეთი.


გამოდის, რომ მეფე ლუიმ იდეა მოიპარა სპარსეთის არმიიდან. ალბათ გაგიკვირდათ! შუა აღმოსავლეთში, მსგავსი ფეხსაცმელი ნამდვილად გამოიყენებოდა ჯარში, რადგან ქუსლთან ერთად უფრო მარტივი იყო ბალანსის შენარჩუნება ბრძოლისა და მშვილდით სროლის დროს.



შაჰ აბას I- მა მაქსიმალურად სცადა დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერება მე -16 საუკუნის ბოლოს. ის იყო, ვინც შეკრიბა მსოფლიოში უდიდესი საკავალერიო "პოლკი" და 1599 წელს პირველი დიპლომატიური მისიით გაგზავნა სპარსეთიდან ევროპაში.





(ლუი XIV )


image



სპარსული "სიახლე" ევროპელი არისტოკრატებისთვის გახდა შთაგონების წყარო და გადაწყვიტეს უფრო ხაზი გაესვათ მისთვის და ქუსლები კიდევ შეამაღლეს. ასეთი ფეხსაცმელი ქუჩაში სეირნობისთვის პრაქტიკული ნამდვილად არ იყო. თუმცა, ეს ვის ადარდებდა, არისტოკრატული ტანსაცმელი ხომ განთქმული იყო პრეტენზიულობითა და მინიმალური ფუნქციურობით თუ არაპრაქტიკულობით. ასევე, არისტოკრატებს იშვიათად ნახავდით ქუჩაში, მათ სამეფო დარბაზებში გაპრიალებულ იატაკზე კი თამამად შეეძლოთ ქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმა.



imageimage


მეფე ლუის ძალიან შეუყვარდა ქუსლიანი ფეხსაცმელი, რადგან ის მას თავდაჯერებულებას მატებდა, ის ხომ სიმაღლეში მხოლოდ 1, 63 სმ იყო, ატარებდა ფეხსაცმელს 10 სმ სიგრძის ქუსლით და ღირსეულად შეეძლო ემოძრავა სხვა არისტოკრატებს შორის.



ეს ფეხსაცმელი მალევე გამხდარა ცნობილი მთელს ევროპაში და 1661 წელს ჩარლზ II- მ ინგლისში კორონაციის დროს ჩაიცვა.


image



ქალებმა ქუსლიანი ფეხსაცმელი, სწორედ მამაკაცებისგან მიითვისეს. მსგავსი ფეხსაცმლით სიარული, მოკლე ვარცხნილობის ექსპერიმენტი და ქუდები, სწორედ ერთდროულად წაართვეს მათ მამაკაცებს. პრიორიტეტები შეიცვალა მხოლოდ მე-17 საუკუნის ბოლოს, ქალებში დამკვიდრდა ქუსლიანი ფეხსაცმელი, ხოლო მამრებმა კი ის სამუდამოდ დაივიწყეს.



image


მოდის ისტორიკოსების აზრით, მამაკაცებმა აირჩიეს ფეხსაცმლის ფუნქციონირება, ხოლო ქალები კი დარჩნენ "ქუსლების" ერთგულები. თუმცა ფეხსაცმელი წითელი ძირით და მცირე ქუსლი - დიზაინი ნამდვილად ჯარის ერთგვარი ფორმიდან იქნა იდეად აღებული.




0
285
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0