კონფლიქტები აგვისტოს ომის რუსული ვერსია 2020, 8 აგვისტო, 16:36 ![]() ორი საათის შემდეგ, საქართველომ განაცხადა სამხრეთ ოსეთთან ომის დაწყების შესახებ. რამდენიმე საათის შემდეგ, ჩრდილო ოსეთის მოხალისეები მოძმეებს მიეშველენ. ... იმავე დილით, პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის ბრძანებით, აფხაზეთის ჯარები საქართველოს საზღვრისკენ დაიძრნენ. საქართველოს პრეზიდენტმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტმა მოუწოდა რუსეთს დახმარებოდა სამხრეთ ოსეთს. 8 აგვისტოს, 16 საათზე, რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა ცხინვალში შევიდა. 58-ე არმიის ქვედანაყოფებმა დაიკავეს ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე უბნები. 9 აგვისტოს ცხინვალში ფსკოვიდან ჩავიდნენ 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ქვედანაყოფები. სამხრეთ ოესთში გადმოსროლილი იქნა 98-ე საჰაერო სადესანტო ქვედანაყოფი ივანოვოვიდან, აგრეთვე 45-ე ცალკეული სადაზვერვო პოლკის სპეცდანიშნულების რაზმი. ქართული ჯარი დანებდა და დატოვა პოზიციები ცხინვალში. 10 აგვისტოს დილით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა ჯარების გაყვანის შესახებ სამხრეთ ოსეთიდან.21:40 წუთზე ცხინვალი მთლიანად დაექვემდებარა რუსი სამშვიდობოების კონტროლს. ![]() 12 აგვისტოს, 13:00 საათზე, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გამოაცხადა სამშვიდობო ოპერაციის დასრულება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 1500-ზე მეტი ადამიანი. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა 67 რუსი სამხედრო მოსამსახურის დაიღუპვის შესახებ განაცხადა. 2008 წლის 12 აგვისტოს, მოსკოვში ჩამოსულ საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრაზე, დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ ოპერაცია სამხრეთ ოსეთში დასრულდა იმის გამო, რომ მთავარი მიზანი მიღწეული იყო: დაცული იყვნენ რუსი სამშვიდობოები და სამოქალაქო პირები. დიმიტრი მედვედევმა და ნიკოლა სარკოზიმ შეიმუშავეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმა, რომელსაც ხელი მოაწერეს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, საქართველოს და რუსეთის ხელმძღვანელებმა. ხუთდღიან ომს გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვა. 2008 წლის 26 აგვისტოს დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ. 98 1-ს მოსწონს
|