ტექნიკური ილონ მასკმა მარსზე გასაფრენი ხომალდის პროტოტიპი წარმატებით გამოცადა 2020, 7 აგვისტო, 14:31 კორპორაცია SpaceX-ის ხომალდი-პროტოტიპი, რომლის სახელწოდება SN5-ია, 150 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა და შემდეგ დედამიწაზე რბილად დაეშვა, რის შესახებაც ილონ მასკმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა:
“მარსი სულ უფრო რეალურად გამოიყურება”.
SN5 განკუთვნილია რაკეტის ძრავის გამოცდისთვის, რომლის სახელწოდება “რაპტორია” და რომლის ტრანსპორტირება “სტარშიპმა” ასტრონავტებთან ერთად ჯერ მთვარემდე, შემდეგ კი მარსამდე უნდა განახორციელოს. ძრავა თხევადი მეთანის და თხევადი ჟანგბადის ნაზავზე მუშაობს.
გამოცდა ქალაქ ბიკა ჩიკას (ტეხასი) სიახლოვეს წარიმართა საღამოს 18:57 წუთზე და ერთი წუთი გრძელდებოდა. ეს “რაპტორის” პირველი რეალური გამოცდაა მისი დამზადებიდან ერთი წლის შემდეგ. პროტოტიპი უჟანგავი ფოლადისგან შექმნეს და ერთადერთი ძრავით აღჭურვეს. ის გარედან ძალიან წააგავს წყლის რეზერვუარს. ნამდვილი “სტარშიპი” იქნება ყველაზე დიდი კოსმოსური ხომალდი, რაც კი ოდესმე ადამიანს დაუმზადებია. მას 50 მეტრის სიგრძე ექნება და ეკიპაჟთან ერთად 100 ადამიანს დაიტევს. იმისათვის, რათა გადალახოს დედამიწის მიზიდულობა, მას დასჭირდება ზემასიური რაკეტა Super Heavy, რომელიც 31 “რაპტორით” იქნება აღჭურვილი. ხომალდი “სტარშიპი” ერთ-ერთია იმ სამი კანდიდატიდან, რომლითაც “ნასა” პილოტირებულ დაშვებას გეგმავს მთვარეზე 2024 წელს. აღნიშნულ რეისზე უკვე აქვს დაჯავშნული ადგილი იაპონელ მილიარდერ იუსაკუ მაეძავას, რომელმაც სიმდიდრე ონლაინ ვაჭრობით დააგროვა. ილონ მასკი უკვე დიდი ხანია, ოცნებობს, რომ ადამიანთა მოდგმა “მულტიპლანეტარულ სახეობად” აქციოს და აქვს სერიოზული გეგმა მარსზე კოლონიის დაარსებისა. 36 შეფასება არ არის
|