ტექნოლოგიური სიახლეები ჩინეთში პირველი ,,მეხანძრე დრონი'' გამოჩნდა 2020, 7 აგვისტო, 10:38 მეხანძრე-დრონის შექმნის იდეა კომპანიას EHang დაებადა, რომელიც საჰაერო ტაქსებზე მუშაობს. კომპანიამ ჩინეთის სახელმფიწო ავიაციის სამმართველოსგან აიღო საჰაერო ტაქსებით ტვირთის გადაზიდვის უფლება. სწორედ აქედან დაებადათ ამგვარი დრონის შექმნის იდეა. ვინაიდან ჩინეთში მომრავლდა მრავალსართულიანი შენობები, დრონის იდეა ნამდვილად წარმატებულია. საფრენი აპარატი მიფრინავს ხანძრის ადგილას, მას ჩამონტაჟებული ზუმ-კამერა აქვს და საჭირო ადგილას ჩერდება ავტომატურად, შემდებ კი ცეცხლწაკიდებულ ადგილს წყლის ბომბს აგდებს და ქაფს ასხამს. საფრენ აპარატს 600 მეტრის სიმარლეზე შეუძლია აფრენა და თავისი რადიუსიდან გამომდინარე, ბაზიდან 5 კილომეტრში ყველანაირი ხანძრის ჩაქრობა შეუძლია. 107 შეფასება არ არის
|