სხვა 10 ძალიან საინტერესო ფაქტი ცხოველებზე 2020, 7 აგვისტო, 19:11 სპილოს ერთ ჯერზე 135 ლიტრი წყლის დალევა შეუძლია. თეთრ დათვს ძალიან კარგი ყნოსვა აქვს. მას შეუძლია 30 კილომეტრზე იგრძნოს ზვიგენის გვამის სუნი. 1 მეტრიანი ყინულის ქვეშ მყოფ სელაპსაც სუნით გრძნობს. დელფინი 200 მეტრის სიღრმეზე ჩადის და 15 წუთი შეუძლია გაძლოს ზედაპირზე ამოსვლისა და ჩასუნთქვია გარეშე. სირაქლემას კვერცხი 1, 5 კილოგრამია. ეს კი 24 ცალი ქათმის კვერცხის ტოლფასია. ცხოველთა შორის ყველაზე მძინარა, კოალაა. მას დღე-ღამეში 22 საათი სძინავს. ჟირაფის კისერი დაახლოებით 2, 5 მეტრი და 11 კილოგრამია. ზვიგენი იძულებულია სულ იმოძრაოს. მინიმუმ 3 კმ/საათში მაინც. სხვანაირად მის ორგანიზმს საჭირო ჯანგბადი არ მიეწოდება. ვეშაპის გული წუთში მხოლოდ 9 იმპულსს აკეთებს. ნიანგის სქესი დამოკიდებულია ინკუბაციის პერიოდში ტემპერატურაზე. თუ კვერცხი 30°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე იჩეკება, ნიანგი დედალია, ხოლო 30°C გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე, მამალი ნიანგები იჩეკებიან. ვეფხვს არა მარტო ბეწვი აქვს ზოლიანი, არამედ კანიც. 131 1-ს მოსწონს
|