სხვა რას ვერ იტანენ ვერძები? 2020, 5 აგვისტო, 22:40 -ჭკუის სწავლებას – მან უკეთ იცის რა, როდის და როგორ უნდა აკეთოს! -არაორგანიზებულობას – სხვისი მოუწესრიგებლობით მას ხომ მუშაობაში ეშლება ხელი! კეთილი ინებეთ და გადახედეთ გრაფიკს, რომელიც მან შეადგინა! -ცუდ სუნს, რომელიც სამოსს ასდის (სიგარეტის, ყავის და ა.შ) – ეს ხელს უშლის მას ადამიანის აღქმაში. -ავტორიტეტულობას – ვერძი ვერ იტანს როცა ვინმე მასზე მბრძანებლობს, იმიტომ, რომ მითითების გარეშეც, მშვენივრად იცის, როგორ გააკეთოს საქმე. -რუტინას – ვერძს არ შეუძლია ხანგრძლივი დროის მანძილზე აიტანოს ერთი და იგივე სიტუაცია, ადამიანები ან სამსახური. -სიყალბეს და არაბუნებრიობას – ყველაფერი რაც ბუნებამ გვიბოძა, ადამიანში ნათლად უნდა ჩანდეს, ამიტომ არ არის აუცილებელი საკუთარი გარეგნობის, კოსმეტიკით ან სხვა სახის გაურკვეველი კომუფლაჟით შენიღბვა. 1051 5-ს მოსწონს
|