x
image
არჩილ ვერულიძე
როგორ მოქმედებს ალკოჰოლი ადამიანის დნმ-ზე
image


სამედიცინო კვლევების საბჭოს ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აცეტალდეჰიდმა, რომელიც ორგანიზმში ეთილის სპირტის დაშლის პროდუქტია, შეიძლება დნმ-ს შეუქცევადი ზიანი მიაყენოს.


ასევე აჩვენეს, რომ უჯრედებს აქვთ 2 მექანიზმი, რომლებიც მათ იცავს აცეტალდეჰიდის მავნე ზემოქმედებისგან. სპეციალური ფერმენტების წყალობით, ორგანიზმი იწმინდება ტოქსინისგან მაგრამ თუ ეს არ არის საკმარისი და აცეტალდეჰიდი, დაგროვება, დნმ-ს დაზიანებას იწყებს, მაშინ იწყება მეორე მექანიზმის ეტაპი, რომელიც ანახლებს დაზიანებულ დნმ-ს " Felconi"-ის ცილების წყალობით.


მაგრამ როდესაც სხეულში არ არის საკმარისი "Felconi"-ის ცილები, ეს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს სხეულს და მათ შორის დნმ-ს. იგივე ეფექტი მოახდინა ალკოჰოლის ორსულ თაგვებზე გამოცდამ.



ეს ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ სიმთვრალემ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში აცეტალდეჰიდის დაგროვება, რაც საკმარისია თავდაცვის მექანიზმების მუშაობის დასარღვევად.


მოპოვებული მონაცემები გვაიძულებს, რომ ახლებურად შევხედოთ მექანიზმებს, რომელთა გამო ალკოჰოლი სხეულზე გამანადგურებელ გავლენას ახდენს.სწორედ ამიტომ ადამიანებს ალკოჰოლის მიღების დროს სხეულზე უჩნდებათ წითელი ლაქები, უწითლდებათ სახე, ან შეინიშნება ტემპერატურის მატება.

კიდევ ერთხელ, ეს გამოკვლევა მხოლოდ იმ ფაქტს ადასტურებს, თუ რამდენად დაუცველი შეიძლება იყოს ჩვენი ორგანიზმი ალკოჰოლის წინაშე.

0
134
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0