x
image
არჩილ ვერულიძე
რატომ ასოცირდება რადიაცია მწვანე ფერთან?

image

რომელი ფერი გახსენდებათ, როდესაც საუბარია რადიოაქტიურ ელემენტებზე? ალბათ მაინც მწვანე. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ძალიან ცოტა რადიოაქტიური ნივთიერება ანათებს თავისთავად: ნათება (ან რადიოლუმინესცენცია) წარმოიქმნება ემიტირებული ნაწილაკების ურთიერთქმედების შედეგად მათ გარშემო არსებულ მასალებთან.ეს ნათება შეიძლება იყოს ყვითელი, ლურჯი ან მოყვითალო ... მაგრამ რატომღაც მწვანე ფერი მჭიდროდ არის დაკავშირებული რადიაციასთან.

image

(საათი რადიუმის საღებავით)

ამ ცრურწმენაში სავარაუდოდ დამნაშავეა რადიოაქტიური ლითონი რადიუმი. მე -20 საუკუნის დასაწყისში მეცნიერებამ დიდი ნაბიჯი გადადგა რადიაციის ბუნების შესწავლაში, ახალი რადიოაქტიური ელემენტების აღმოჩენაში. ცნობისმოყვარეობამ და ინოვაციების შემოტანის სურვილმა აიძულა ადამიანები გამოეყენებინათ რადიოაქტიური ნივთიერებები, მაგალითად, საყოფაცხოვრებო საქონლის მასობრივად წარმოებაში, მით უმეტეს, რომ იმ დროის მეცნიერება ჯერ კიდევ არ თვლიდა რადიოაქტიურ გამოსხივებას ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოდ.

ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა ერთ-ერთი ელემენტი - რადიუმი. მის საფუძველზე იქმნებოდა მნათობი საღებავი, სადაც რადიუმის რადიოაქტიური გამოსხივება მწვანე ფერის რადიოლუმინესცენციას ქმნიდა. ეს იმდენად მოსახერხებელია: საჭირო ადგილების რადიუმის საღებავით შეღებვა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ანათებს უპრობლემოდ.

ეს საღებავი გამოიყენებოდა მაჯის ან ოთახის საათებში ციფრებისა და ისრების ხაზგასასმელად, მოწყობილობებზე, რომლებიც უნდა ყოფილიყო გამოყენებული სიბნელეში, ავტომობილების კაბინაში და ზოგიერთ დიზაინშიც კი. როდესაც კაცობრიობამ საბოლოოდ გააცნობიერა რადიოაქტიური გამოსხივების საშიშროება, ყველამ სასწრაფოდ დაიწყო რადიუმიანი ნივთების თავიდან მოშორება. საშინელი მწვანე ნათება კი სამუდამოდ ასოცირდება საზოგადიებაში სიტყვასთან - "გამოსხივება"


0
37
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0