x
image
არჩილ ვერულიძე
ძაღლი სახელად სტუბი - მაწანწალადან გმირამდე
image

ეს არის წარმოუდგენელი ამბავი ძაღლის შესახებ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პირველ მსოფლიო ომში და იმდენი საგმირო საქციელი ჩაიდინა, რომ იგი გახდა პირველი და ერთადერთი ძაღლი, რომელსაც სერჟანტის სამხედრო წოდება მიენიჭა.


სტუბი ჩვეულებრივი მაწანწალა ლეკვი იყო, რომელიც რიგითმა ჯონ რობერტ კონროიმ იპოვნა იელის უნივერსიტეტის მახლობლად 1917 წელს.

ზოგადად პოლკის ტერიტორიაზე ცხოველები არ დაიშვებოდნენ, მაგრამ გამონაკლისი დაუშვეს ლეკვისთვის, რომელიც ძარისკაცებს საბრძოლო სულისკვეთებას უმაღლებდა.



რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, სტუბიმ ძალიან მალე ისწავლა მწკრივში სიარული, საყვირის ხმის ცნობა და სამხედრო მისალმების ჟესტიც კი, წარბებთან თათის აწევით.


სტუბის უფლება მისცეს, სამხედროებთან ერთად ყოფილიყო საცეცხლე ხაზზე. იგი დაშავდა გაზის შეტევის დროს. ამის წყალობით, ძაღლი ძალიან მგრძნობიარე გახდა გაზის სუნთან მიმართებაში. ის წინასწარ გრძნობდა გაზის სუნს და ყეფას იწყებდა, რითიც უამრავი ჯარისკაცი გადაარჩინა სიკვდილს. ერთხელ დილით, როდესაც ჯარისკაცებს ჯერ კიდევ ეძინათ, დაიწყო გაზის შეტევა, სტუბიმ მაშინვე იგრძნო სუნი, ძაღლი ყეფით და კბენით ცდილობდა ჯარისკაცების გაღვიჩებას. სტუბიმ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა იმ დილით.


ძაღლმა გერმანელი მზვერავიც კი დააკავა - მან უკბინა მტერს და ყეფით ჯარისკაცების ყურადღება მიიპყრო, რის შემდეგაც მოხდა ჯაშუშის დაკავება. ომის დასრულების წინ სტუბიმ მონაწილეობა მიიღო 17 ბრძოლაში, ის ასევე უმაღლებდა სულისკვეტებას დაჭრილ მეგობრებს სავადმყოფოებში.

მისი დამსახურებისთვის, სტუბის მიენიჭა სერჟანტის წოდება. მას ბევრი ჯილდო ჰქონდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო - აშშ-ს ჰუმანიტარული განათლების საზოგადოების ოქროს მედალი, ეს საპატიო ჯილდო ძაღლს 1921 წელს გადეცა.

სტუბი გარდაიცვალა 1926 წელს მოსიყვარულე პატრონის მკლავებში. გმირს არ ივიწყებენ, ის დღესაც ახსოვთ.

0
256
1-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0