თავის მოვლა როცა ცხვირ–ტუჩის ნაკეცი გამიჩნდა, დაფნის ფოთლით ნიღბების გაკეთება დავიწყე. 6 თვეში ნაოჭები გაქრა 2020, 3 აგვისტო, 16:27 ვინ იფიქრებდა, რომ ცხვირ–ტუჩის ნაკეცის გაქრობაში უბრალო დაფნის ფოთოლი დამეხმარებოდა და არა ძვირადღირებული პროცედურა კოსმეტოლოგთან. გთავაზობთ ეფექტურ ნიღაბს, რომელსაც ნახარშის საფუძველზე ვაკეთებ. ამის წყალობით 6 თვეში არა მხოლოდ ცხვირ–ტუჩის ნაკეცი, არამედ სახეზე სხვა ნაოჭებიც გამიქრა.
საჭირო ინგრედიენტები
15 დაფნის ფოთოლი
5 კვერცხის გული 1 ს/კ ზეითუნის ზეთი ასევე დაგჭირდებათ წყალი დაფნის ნახარშის მოსამზადებლად – დაახლოებით 50 მლ როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ ნიღაბი დაფნის ფოთლებს მითითებული რაოდენობის წყალი დაასხით, შემდეგ აადუღეთ და ადუღებიდან უკვე 3 წუთში ნახარში გადმოასხით. როცა კომფორტულ ტემპერატურამდე გაგრილდება, კვერცხის გული და ზეითუნის ზეთი დაუმატეთ, შემდეგ კარგად აურიეთ. ნიღაბი მაქსიმალურად ეფექტური რომ იყოს, მომზადებისთანავე გამოიყენეთ. ამისთვის მასში ბამბის დისკი დაასველეთ, შემდეგ სახის პრობლემურ ადგილზე დაიდეთ, განსაკუთრებით ღრმა ნაოჭებზე. როგორც კი დისკი გაშრება, კვლავ დაასველეთ და პროცედურა გაიმეორეთ. ასე გააგრძელეთ მანამ, სანამ ნიღაბი არ დასრულდება. პროცესი დაახლოებით 45 წუთს წაიღებს. ეფექტურობისთვის ნიღაბი სამი დღე ზედიზედ გაიკეთეთ, შემდეგ 5 დღე შეისვენეთ. ასეთი კურსი გააგრძელეთ მანამ, სანამ კანი გლუვი არ გახდება. როგორ მოქმედებს შემადგენლობა სახის კანზე ზეითუნის ზეთი კანის დატენიანებას და კვებას ხელს უწყობს. კვერცხის გული ნებისმიერ, ღრმა ნაოჭსაც აქრობს, თუ სწორად და ხშირად გამოიყენებთ. კვერცხის გულში ბევრი სასარგებლო მიკროელემენტი და ვიტამინი შედის, რომელიც საიმედო კვებისა და ჯანმრთელობის მხარდასაჭერად არის საჭირო. რაც შეეხება დაფნის ფოთოლს, ის ცნობილია ანტიოქსიდანტური მოქმედებით და კანის სხვადასხვა სახეობის დაავადებებთან ბრძოლის უნარით, პარალელურად ახალგაზრდობას ახანგრძლივებს. ასევე დაგაინტერესებთ: პომიდორი, თაფლი და შვრია სიბერით ან მზის სხივით გამოწვეული კანის არათანაბარი ფერის მოსაშორებლად 15 ჩვევა, რომელიც თქვენს გარეგნობას ზიანს აყენებს ძლიერი ნიღაბი სამი ერთში: მკვდარ უჯრედებს აშორებს, ატენიანებს და კვებავს! 20 წუთში 10 წელი მოიშორეთ ყოველდღე ვაშლის ძმრით დაიბანეთ და ნახეთ მე-5 დღეს რა მოხდება დერმატოლოგი ვარ და მხოლოდ 1 მეთოდი ვიცი ყავისფერი ლაქების მოსაშორებლად 172 1-ს მოსწონს |