x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
ქოქოსის წყალი და კიდევ 6 ბრაზილიური სილამაზის საიდუმლო, რომელიც დროს დააბრუნებს
ბრაზილიელი ქალები თავიანთი სილამაზით განთქმულნი არიან. მათ აქვთ რბილი, ჯანსაღი თმა, ზრუნავენ ფრჩხილებზე და ბუნებრივი სილამაზის ძალის სჯერათ. ბევრ კოსმეტიკას არ იყენებენ, აქსესუარებს არ ატარებენ.

მათი მთავარი კოზირია მოვლის საიდუმლოებები, რომელთა უმეტესობა თაობიდან თაობას გადაეცემა. ბრაზილიელმა ქალებმა მათ შესახებ ბავშვობიდან იციან და ახლა სილამაზის ინდუსტრიაში ტრენდებს ქმნიან.


1. დალიეთ ქოქოსის წყალი

image

ქოქოსის წყალი ბევრ ვიტამინს და მინერალს შეიცავს, ამიტომ კანს კარგად ატენიანებს და ანათებს. თუ მშრალი, აკნესკენ მიდრეკილი კანი გაქვთ ან სიბერის შეფერხება გსურთ, ქოქოსის წყალი სახეზე წაისვით.


ექსპერტები ამბობენ, რომ ქოქოსის წყლის დალევა სიმშრალესთან და ნაოჭებთან ბრძოლაში უფრო ეფექტურია. დალიეთ წყალი, რომელიც კონსერვანტებს და შაქარს არ შეიცავს.

„ყველამ ვიცით, რომ ქოქოსის წყალი კანს შიგნიდან ეხმარება. მას ძალიან სასიამოვნო გემო აქვს, ამიტომ გემრიელი ტკბილეულიც არის“ – ამბობს ადრიანა ლიმა.


2. დალიეთ სტაფილოს წვენი

image

სტაფილოს წვენი ბევრ სასარგებლო თვისებას ფლობს. თვალზე დადებითად მოქმედებს, იმუნიტეტს ზრდის, კანის მდგომარეობას აუმჯობესებს. სტაფილოს წვენში ბევრი C ვიტამინია, რომელიც კოლაგენის წარმოებას ხელს უწყობს. კოლაგენი კანს ელასტიურობას მატებს და მზის სხივებისგან იცავს.


3. გაიკეთეთ ლიმფოდრენაჟის მასაჟი

image

ლიმფოდრენაჟის მასაჟი მასაჟის მსუბუქი სახეობაა, რომელიც ხელებსა და ფეხებში შეშუპების დისკომფორტს ამცირებს. სხეულიდან ნარჩენებს გამოდევნის და ლიმფურ სისტემას ბუნებრივად წმენდს. და მაინც, სეანსის დაწყებამდე ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

„ჩემი საიდუმლო ლიმფოდრენაჟის მასაჟია. ეს განსაკუთრებული მასაჟია, რომელიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ზედმეტ სითხეს გამოდევნის. პროცედურაა, რომლის გარეშეც ბრაზიელთა უმეტესობა სახლიდან არ გამოდის“ – ამბობს ამანდა უელში.


4. წაისვით მარილიანი წყალი თმასა და კანზე

image

თუ მოვლილი თმის შენარჩუნება გსურთ, თერმოდავარცხნის ნაცვლად მარილიანი წყალი გამოიყენეთ. დროდადრო თმა ზღვის წყლით დაასველეთ. მასში მარილის კრისტალებია, რომელიც თმას ახვევს და მოცულობას მატებს.

ზღვის წყალი არა მხოლოდ თმისთვის, არამედ კანისთვის სასარგებლოა. ეგზემის სამკურნალოდ ეფექტურია. ალერგიული რეაქციების გაქრობას და კანის მკვდარი უჯრედების მოშორებას ხელს უწყობს. გასაკვირი არაა, რომ ბრაზილიელი მოდელები უბადლოდ გამოიყურებიან.


5. წყალმცენარე რაციონს დაუმატეთ

image

წყალმცენარე ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლოა. მაგალითად, წონის დაკლებას ხელს უწყობს, გულის დაავადებებისგან გვიცავს, კანისთვის სასარგებლოა.

წყალმცენარეს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები, ამიტომ კანზე დადებითად მოქმედებს. წყალმცენარე კანს ატენიანებს, აკნეს აფერხებს, კანის ფერს ათანაბრებს, დაბერების პროცესს ანელებს. ზღვის კომბოსტო და სხვა წყალმცენარე ცალკე ან საყვარელი კერძის ინგრედიენტად შეგიძლიათ გამოიყენოთ.


6. გამოიყენეთ მოვლის საშუალებები აკაის ზეთით

image

აკაის კენკრა ცნობილია, როგორც ბრაზილიური „სუპერ ხილი“. მასში ბევრი ანტიოქსიდანტია, ვიდრე მარწყვში, მოცვსა და ჟოლოში. ეს კენკრა დაბერების პროცესს ანელებს, გამამხნევებელი ეფექტი აქვს, განწყობას აუმჯობესებს.

აკაის ზეთის წყალობით თქვენი კანი უფრო დაიჭიმება. აკაის ზეთი ნაწიბურებს ახორცებს, სტრიებს აქრობს და კანის სიმშრალეს ებრძვის.

„ვფიქრობ, ნებისმიერი, ვინც ბრაზილიაში ჩადის, აკაი უნდა მიირთვას. ეს კენკრა სუპერ ხილია. მას თითქმის ყოველთვის ამატებენ ხილის თეფშში ან მისგან სმუზს აკეთებენ. გემრიელი და ჯანსაღი საკვებია, რაც ყველაზე კარგია, ყველგან შეგიძლიათ იპოვოთ“ – ამბობს ლაის რიბეირო.


7. გამოიყენეთ ყავისფერი შაქარი სახის და ტანის სკრაბად

image

ყავისფერი შაქარი კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. აგრესიული არაა, როგორც ეფსომის მარილი, ამიტომ მგრძნობიარე კანზეც გამოგადგებათ. დასკრაბვის შემდეგ კარგად უნდა ჩამოიბანოთ, თორემ სხეული წებოვანი გახდება.

„დეიდამ მასწავლა კარგი ხელნაკეთი სკრაბის გაკეთება: ყავისფერი შაქარი, ქოქოსის წვენი და ცოტა წყალი. სახისა და ტანისთვის საუკეთესო სკრაბია. ყველა მკვდარ უჯრედს აშორებს, ტანს საოცრად არბილებს“ – ამბობს ემანუელა დე პაულა.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 6 ეკოლოგიურად სუფთა თავის მოვლის საშუალება Sephora–გან. ამის შესახებ უნდა იცოდეთ

2. 9 უსარგებლო კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებზე ფული ტყუილად დახარჯეთ

3. როგორც ჯადოქრობა: რატომ ჭამენ ფრანგი ქალები ყველაფერს და მაინც არ სუქდებიან

4. ორაგული და ყავა ყოველდღე: მეგან ფოქსის კვების გეგმა უნაკლო ფორმებისთვის

5. 15 ჩვევა, რომელიც თქვენს გარეგნობას ზიანს აყენებს

6. ეს იაპონური ნიღაბი კანს შესანიშნავად ჭიმავს! არანაირი ბოტოქსი

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


0
150
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
150