საზოგადოებრივი 10 მეტად უცნაური და მცდარი წარმოდგენა ძველი რომის შესახებ 2021, 31 მარტი, 14:37
თუმცა, ჰოლივუდის წყალობით, ყოველივე ამან, უკანა პლანზე გადაიწია და ძველ რომთან დაკავშირებით, არაერთი მცდარი აზრი გააჩნდა. მაგ.: «ვომიტორია» ერთ–ერთი ასეთი მცდარ აზრი რომაელების ღორმუცელობას ეხება. თითქოს, იმ ეპოქაში, საზეიმო დარბაზების გვერდით სპეციალური ოთახები, ე. წ. «ღებინების საპირფარეშო» იყო განთავსებული, რომელშიც სტუმრებს ნაჭამი კერძების უკან ამოღება შეეძლოთ, რათა კუჭში ადგილი სხვა კერძებისთვის გაეთავისუფლებინათ. ვომიტორიები ძველ რომში მართლაც არსებობდა. მაგრამ, ეს ვესტიბიულები იყო, რომლის გავლითაც, სტუმრები ნადიმს ტოვებდნენ. პლებეები არსებობს მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ იმპერიის დაბალი კლასის წარმომადგენლები პლებეები იყვნენ. ამიტომ, ამ სიტყვას ჩვენს საზოგადოებაში შეურაცხმყოფელად მიიჩნევენ. სინამდვილეში, ძველი რომი ლათინების, საბინების და ეტრუსკები ტომების გაერთიანების შედეგად შეიქმნა. ხოლო შემდეგ, დაპყრობითი ომების და ტერიტორიების შემოერთების ხარჯზე, გაიზარდა. ძველ რომში, სწორედ შემოერთებულ მიწებზე მცხოვრები ადამიანები ითვლებოდნენ პლებეებად, რომელსაც თავის მხრივ, საკუთარ სამშობლოში, არც სახელი და არც დიდება აკლდათ (ყველას არა, რა თქმა უნდა). იმპერიის მოსახლეობის ამ ნაწილს, გარკვეულ დრომდე, პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა და ამიტომ ითვლებოდნენ ისინი რომის საზოგადოების არასრულფასოვან წარმომადგენლებად. დიდი თითის მნიშვნელობა შეცდომით თვლიან, რომ დიდი თითის ზემოთ აწევით, ან ქვემოთ დაწევით, გლადიატორის ბედი წყდებოდა. ეს ჟესტი, სხვა არაფერი იყო, თუ არა, იარაღის აწევა ან დაწევა, რაც საბოლოო ჯამში, მებრძოლის ბედზე მაინც მოქმედებდა. წაგებული გლადიატორი შეჯიბრს ეთიშებოდა და უნდა აღინიშნოს, რომ გლადიატორების შერკინება, ერთ–ერთი მებრძოლის სიკვდილით, იშვიათად სრულდებოდა. და ისევ გლადიატორებზე... გლადიატორული ბრძოლების ტრადიცია 650 წელზე მეტ ხანს არსებობდა, რაც ამ ბრძოლების პოპულარულობით იყო განპირობებული! ეს ბრძოლები, რომის იმპერიაში, სპორტული შეჯიბრებების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენდა. გლადიატორების ბრძოლები ძვ. წ. აღრ. 105 წლიდან – 404 წლამდე სისტემატურად იმართებოდა და მისი წესები საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა. თავდაპირველად, გლადიატორები გასამართლებული პატიმრები და მონები იყვნენ. მოგვიანებით, 80 წ. კოლოსეუმის გახსნის შემდეგ, გლადიატორის პროფესიას უკვე თავისუფალი ადამიანიც ირჩევდნენ და მათ შორის, ქალებიც იყვნენ. გაგრძელება >>> ნიჩბებზე მიბმული მონები ფილმების დრამატული კადრები, როდესაც რომაული სამხედრო ხომალდების ნიჩბებზე მიბმული მონები, გემის ჩაძირვის შემთხვევაში, მასთან ერთად იღუპებოდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ჯერ ერთი, ბრძოლის დროს, გემბანის ქვეში ძლიარი და გაბოროტებული ადამიანების ყოფნა ძალიან სახიფათი და სულელური აზრი იქნებოდა და მეორეც, – გემის მართვა ადვილი არ იყო. ამიტომ «ნიჩბებზე» მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს იყვანდნენ, რომლებიც ზღცაში გასვლამდე, ხანგრძლივ ტრენინგს გადიოდნენ. ტოგა ფილმებში ძველ რომაელებს, თითქმის ყოველთვის, ერთნაირი ტოგა აცვიათ. თუმცა, ისინი განსხვავებული სტილის სამოსს იცვამდნენ. ადრეული სტილის ტოგა მართლაც უბრალო იყო. თუმცა, დროთა განმავლობაში, დაიხვეწა და სხვა თვისებებიც შეიძინა. მაგ, . ის პატრონის სოციალურ სტატუსს გადმოსცემდა – წითელი ტოგას ჩაცმა მხოლოდ იმპერატორს შეეძლი, სხვები კი, სხვა ფერებით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ. გარდა ამისა, ტოგა უფრო საზეიმო სამოსი იყო. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი, რომაელები უფრო პრაქტიკული, სელის ან შალის ტუნიკით იმოსებოდნენ. გამუდმებული ომი კართაგენთან ასი წლის მანძილზე, რომსა და კართაგენს შორის ომი მხოლოდ 3–ჯერ იყო და კართაგენი, საბოლოოდ, ძვ. წ. აღრ. 146 წ. დამარცხდა. რომაელებმა ტყვედ 50 ათასამდემდე ადამიანი აიყვანეს და მოგვიანებით, მონებად გაყიდეს. ქალაქი კი, მიწასთან გაასწორეს. არც ის შეესაბამება სიმართლეს, რომ რომაელებმა კართაგენი სასოფლო–სამეურნეო მიწებზე მარილის დაყრით დაამარცხეს, რადგან, იმ დროს, მარილი ძალიან ძვირად ფასობდა. გარდა ამისა, მეცნიერებმა ამ თეორიის სასარგებლოდ, რაიმე სახის მტკიცებულების პოვნა ვერ შეძლეს. გაგრძელება >>> ნერონი და ლირა მითის თანახმად, იმპერატორი, რომის 64 წლის უდიდესი ხანძრის დროს, უსაფრთხო ადგილზე იდგა და «ვიდრე რომი იფერფლებოდა, ლირაზე უზრუნველად უკრავდა». ზოგიერთი ძველი ისტორიკოსის აზრით, ნერონმა თავის ხალხს, ხანძრის მოწყობა თავადვე უბრძანა, რომ ახალი სასახლის მშენებლობისთვის ადგილი «გაეწმინდა». თუმცა, ძველი რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი (56–117 წწ.), რომელიც ხანძრის დროს, 8 წლის იყო, ამ ფაქტს უარყობს და ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ ჭორი იყო. მისი თქმით, ხანძრის გაჩენის მომენტისთვის, იმპერატორი ანტიუმეში იმყოფებოდა, ხოლო როდესაც რომში მომხდარი უბედურების შესახებ შეიტყო, მაშინვე დედაქალაქში დაბრუნდა. მან სასწრაფოდ შექმნა სამაშველო რაზმები და ხანძრის ლიკვიდაციის ოპერაციას თავადვე ხელმძღვანელობდა. გაგრძელება >>> ნაცისტური მისალმება «რომაული მისალმება» იმ სახით, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია, არ არსებობდა. მისი გამოსახულება პირველად ჟაკ ლუი დავიდის ტილოზე, – «ჰორაციების ფიცზე» გამოჩნდა. ასე, რომ, ფაშისტები არარსებულ «რომაულ» ტრადიციას აგრძელებდნენ. კალიგულა და ცხენი 25 წლის იმპერატორმა ქვეყნის მართვა საყოველთაო ამინისტიით, გადასახადების შემსუბუქებით და რომაული თამაშების აღდგენით დაიწყო. მაგრამ, რამდენიმე თვის შემდეგ, კალიგულა სერიოზულად გახდა ავად და... იმპერატორს «ტვინის ცხელების» (ასეთი იყო ექიმების დიაგნოზი) გამო, პარანოიას ნიშნები ჰქონდა და ის მეტად ეჭვიანი და აგრესიული გახდა: მან ცოლი გააგდო, სიმამრი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, საკუთარი საკუთარი თავი ღვთაებად გამოაცხადა და შესაწირის მოლოდინში, ტაძარში არაერთ საათს ატარებდა. ხოლო, ცხენებისადმი მისი უსაზღვრო სიყვარული, ჭორების საფუძველი გახდა. როგორც ამბობდნენ, მან საკუთარი ცხენი სენატორის პოსტზე დანიშნა, რომ მისი რჩევები გაეთვალისწინებინა. თუმცა, ისტორიკოსებმა იმის მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს, რომ ცხენი სენატის სხდომებს მართლაც ესწრებოდა. არხის სხვა სიახლეები:
1. რატომ იჩხუბეს სტალინმა და ჟუკოვმა ხალიჩების და დივნების გამო 2. ანტიდედამიწა – პლანეტა გლორია 3. შემთხვევები, როდესაც ბუნებამ თავისი ძლიერი და საშიში მხარე გვაჩვენა (20 ფოტო) 4. მცენარეები, რომლებიც სახლს სიღარიბისგან და პრობლემებისგან იცავენ 5. ძილი ტვინს ტოქსინებისგან ასუფთავებს და ალცჰეიმერის დაავადების რისკებს ამცირებს 6. მხოლოდ ერთი ვარჯიში და... წელის ტკივილისგან გათავისუფლდებით 306 3-ს მოსწონს
|