საზოგადოება "საიდუმლო ნომერი, რომელიც შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს, დაკავშირებულია ჩემი შვილის დაჭერასთან…” – ელისო კილაძე ახალ დეტალებს ასაჯაროებს 2020, 1 აგვისტო, 17:13 ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +" - ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ფეისბუქპოსტს აქვეყნებს და იმ საიდუმლო ნომრის შესახებ აქამდე უცნობ ინფორმაციას ასაჯაროებს, რომელიც ახალგაზრდა, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში 113 - ჯერ ფიგურირებს. კილაძის თქმით, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, 2017 წელს სწორედ აღნიშნული ნომერი იყო პირადად მასთან და მისი ვაჟის, დათო ხარშილაძის დაკავებასთან დაკავშირებული: "ამონაწერების მიხედვით, საიდუმლო ნომერი 597..00002 გიორგი შაქარაშვილის საქმეში 113-ჯერ ფიგურირებს . ეს უცნაურობა ვახომ და ჟიჟიმ აღმოაჩინეს. რას წარმოვიდგენდი რომ ეს ნომერი 2017 წელს, პირდაპირ დაკავშირებულია ჩემთან და ჩემი შვილის დაჭერასთან. გუშინ ერთ ერთი ყველაზე რთული დღე მქონდა. სულ გამიახლდა დათოს დაჭერის უმძიმესი დღეების განცდა. არ იყო იოლი, გაგეძლო იმ უმძიმესი ფსიქოლოგიური წნეხისთვის, რასაც სხვებთან ერთად გოგაშვილის დაკვეთით, ნინო გიორგობიანის ნათლიმამა, ჟურნალისტიკის ჩირქი გიორგი მამაცაშვილი(ფოფხაძისა) აკეთებდა. გოგაშვილი ხომ ღვრის ცრემლებს, დამინგრია ცხოვრება, შემაცდინესო, თქვენ ხომ მოგეშალათ კარმუშკა, მაგრამ ჯერ სად ხართ ! მოვა დრო, უმწარესად აგებთ პასუხს ამ სიბინძურისთვის ... უყურეთ ცხრაზე მთავარს დანარჩენს იქ მოგიყვებით !" - დაწერა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში.298 1-ს არ მოსწონს |