სხვა სად გაქრა ლეგენდარული ფირმა GRUNDIG-ი? 2020, 1 აგვისტო, 13:24 ![]() GRUNDIG-ეს მარკა ნებისმიერმა საშუალო ასაკის გადაცილებულმა ადამიანმა იცის, გერმანული კომპანია, რომელიც პრესტიჟის, ხარისხის და გამძლეობის სიმბოლო იყო, საბჭოთა პერიოდში ამ ფირმის რადიოაპარატურის ქონა ნამდვილი ფუფუნება იყო, საბჭოთა პერიოდში მისი ნახვა მხოლოდ პრესტიჟულ ხმის ჩამწერ სტუდიებში შეიძლებოდა, სადაც სიამაყით გაჩვენებდნენ, რომ შეკვეთილ სიმღერებს GRUNDIG-ის ფირმის მაგნიტოფონზე ჩაგიწერდნენ, ახალგაზრდა თაობისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, რადიოაპარატურაში გერმანული GRUNDIG-ი იგივე იყო, რაც ავტომობილებში Mercedes-Benz-ი. 30-იანი წლების დასაწყისში, ახალგაზრდა გერმანელი რადიო მოყვარული მაქს გრუნდიგი, პარტნიორებთან ერთად აარსებს კომპანიას Furth, Grundig & Wurzer, რომელიც რადიომიმღების გაყიდვიით და შეკეთებით იყო დაკავებული, ოდნავ მოგვიანებით ტრანსფორმატორების წარმოებაც დაიწყეს; კომპანიასთან აქტიურად თანამშრომლობდა მესამე რეიხი. 1945 წელს, გერმანიაზე გამარჯვების შემდეგ, მოკავშირეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რადიოტექნიკის წარმოება სრულიად აიკრძალა. მაქს გრუნდიგმა ორიგინალურ გამოსავალს პოულობს: იგი იწყებს რადიოების გაყიდვას დაშლილი ფორმით, დევიზით "ააწყე შენ თვითონ". რადიომიმღები "Heinzelmann" ძალზე მარტივი იყო და მისი აწყობა პრაქტიკულად ყველას შეეძლო, რა თქმა რადიოს თან ინსტრუქცია და სქემა მოყვებოდა.ომის შემდეგ ის იყო ინფორმაციის ერთადერთი წყარო და დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. ![]() ![]() სანამ სხვა კომპანიები აწყობდნენ წარმოებას, გრუნდიგმა მოახერხა ბაზრის უმეტესი ნაწილის დაპყრობა, უმარტივესი მოდელებისგან დაწყებული ფართო სპექტრის რადიომიმღებებით დასრულებული-ავტომატური ძებნით და რეგულირებით. რადიოს სახელი "Konzertgerät HiFi Zauberklang dunkel" ( HiFi საკონცერტო მოწყობილობა მაგიური ხმით) უკვე ბევრს ამბობს. ![]() ![]() ![]() ![]() იმ წლების მთავარი სარეკლამო სლოგანი ხდება: "მუსიკის შეგრძნება თქვენს ცხოვრებაში!" ![]() გრუნდიგი იყო ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, რომელმაც აითვისა ნახევარგამტარი ტრანზისტორი, რომლის მთავარი უპირატესობაა კომპაქტურობა და ეფექტურობა იყო. კომპანიამ, ერთ – ერთი პირველმა მსოფლიოში დაამზადა იმ პერიოდისთვის წარმოუდგენელი ჯიბის რადიო მიმღები GRUNDIG BOY. ![]() ![]() ![]() ![]() 1952 წელს გამოდის GRUNDIG-ის პირველი ტელევიზორი. ![]() 60-იანი წლებიდან კომპანიამ სწრაფად დაიწყო ზრდა. წარმოებული სპექტრი მოიცავს ყველა სახის საყოფაცხოვრებო რადიოტექნიკას.GRUNDIG-ი ფაქტობრივად იმპყრობს მსოფლიო ბაზარს, მათ შორის სოციალისტურ ქვეყნებსაც. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 1993 წელს მაქს გრუნდინგმა გადაწყვიტა კომპანიის გაყიდვა, "ვეღარ ვხედავ ამ ინდუსტრიის განვითარების რაიმე პერსპექტივას." მოგვიანებით წინასწარმეტყველება დასტურდება - ის მართალი იყო და ეს იყო განაჩენი ყველა ევროპელი მწარმოებლისთვის.მათ ვეღარ გაუძლეს აზიური კონკურენციის შემოტევას . გაყიდვის დროს კომპანიის წლიური ბრუნვა 40 მილიონი მარკა იყო.კომპანია ჯერ Philips -მა შეიძინა, თუმცა მალე თავად Philips-მაც გაყიდა იგი.2001 წლისთვის GRUNDIG -ის ზარალმა 150 მილიონი ევრო შეადგინა, კონპანიამ თავი ბანკროტად გამოაცხადა. 2007 წელს GRUNDIG -ი შეიძინა თურქულმა Beko-მ დ ბრიტანულმა Alba-მ, დღეს რა პროდუქციაც გამოდის GRUNDIG-ის სახელით, სინამდვილეში მასთან აღარავითარი კავშირი არ აქვს.. 269 2-ს მოსწონს
|