x
image
klopka
რა ხდება მსოფლიოში?

imageერთი კვლევის თანახმად, 75 პროცენტით მეტია იმის ალბათობა, რომ მათ, ვინც სოლარიუმებს სტუმრობენ, უფრო მეტად განუვითარდეთ მელანომა, ვიდრე მათ, ვინც არ დადის სოლარიუმებში. ვინც გასარუჯ მოწყობილობას 50-ზე მეტი საათით იყენებს, 2, 5—3-ჯერ მეტია იმის რისკი, რომ მელანომა განუვითარდეს (CANCER EPIDEMIOLOGY, BIOMARKERS & PREVENTION, აშშ).



წელიწად-ნახევრის განმავლობაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიღებული ზომების შედეგად „ჩინეთის პოლიციამ მონობის ტყვეობიდან 10 621 ქალი და 5 896 ბავშვი გაათავისუფლა“. დაკავებულია დაახლოებით 15 673 ეჭვმიტანილი (CHINA DAILY, ჩინეთი).



„ბოლო ორი წლის მანძილზე კენიაში 1 000-ზე მეტი მასწავლებელი გაათავისუფლეს სამსახურიდან სკოლის მოსწავლე გოგონებზე სექსუალური ძალადობის გამო ... საყოველთაოდ ცნობილი ნდობის ტელეფონის მეშვეობით გამოვლინდა, რომ ეს პრობლემა იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე ადრე ეგონათ“ (DAILY NATION, კენია).



„[კანადელი პატარძლების] მხოლოდ 8 პროცენტს მიაჩნია, რომ ქორწინებამდე სექსისგან თავშეკავება კარგია“. „წყვილების 74 პროცენტი შეუღლებამდე ერთად ცხოვრობს“ (WEDDINGBELLS, კანადა).

5
52
7-ს მოსწონს
ავტორი:klopka
klopka
52
  
2012, 19 აგვისტო, 15:42
+1
2012, 17 აგვისტო, 13:39
გაიხარეთ
2012, 17 აგვისტო, 13:31
(Y)
2012, 17 აგვისტო, 13:24
++++++++
0 1 5