x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სექსუალური ჰილდა, 50-იანი წლების პინ-აპის ფერ-ხორციანი ვარსკვლავი

როდესაც «პინ-აპ გოგონებს» ახსენებენ, — უმრავლესობას მერლინ მონროს მსგავსი გოგონები ახსენდება. ის კერპი იყო! ხოლო, მისი ფიგურა, ფაქტიურად, თვით ჟანრს განსაზღვრავდა. მაგრამ, იყვნენ სხვა მოდელებიც, რომლებიც არანაკლები პოპულარობით სარგებლობდნენ... და მათ შორის, — მომხიბვლელი ჰილდა, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა. გასული საუკუნის შუა პერიოდიდან – 80-იან წლებამდე, მისი გამოსახულება კალენდრის არაერთ სერიაში დაიბეჭდა და შეიძლება ითქვას, რომ ის, ათწლეულების მანძილზე, ფაქტიურად, კედლიდან «არ ჩამოსულა».

ამერიკელებს ძალიან მოსწონდათ, არც ისე ახალგაზრდა, ფუმფულა, ცოტა მოუხერხებელი და მუდამ პოზიტიური ქალბატონის თავგადასავლებისთვის თვალის დევნება.


image


ჰილდას «მამა» (შემქმნელი) ამერიკელი მხატვარი დუან ბრაიერსი (Duane Bryers) იყო, რომელიც 1911 წ. მიჩიგანში დაიბადა. ხატვა საკმაოდ ადრე დაიწყო, რადგან ღია ბარათები და კომიქსები ერთადერთი გასართობი იყო ფერმაზე, სადაც ის იზრდებოდა. ბავშვობაში ის მუდამ ბლოკნოტით და ფანქრებით დადიოდა, ხოლო მის შთაგონების წყაროს, გაზეთებში გამოქვეყნებული, ცნობილი მხატვრების და ილუსტრატორების ნამუშევრები წარმოადგენდა.

1939 წლიდან დ. ბრაიერსი ნიუ-იორკის ხელოვნების სტუდენტურ კავშირში სწავლობდა. ხოლო, 1943-1946 წწ. სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა. სწორედ იქ განახორციელა ბავშვობის ოცნება და თავისი პირველი კომიქსი – «Corky» შექმნა. იქიდან მოყოლებული, ის ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი ილუსტრატორი გახდა.

1958 წელს მან, წითური ჰილდას შესახებ, ნახატების სერია შექმნა, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, წლების კი არა, ათწლეულების მანძილზე, წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობდა.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


როდესაც მას, ასეთს მხიარულს და პოზიტიურს უყურებ, ხვდები, რომ ყველაზე მთავარი – საკუთარი თავის ისეთად მიღებაა, როგორიც ხარ... და ყველაფერი კარგად იქნება!

imageimageimage* როგორ გამოიყურებოდნენ სინამდვილეში პინ-აპ გოგონები (15 ფოტო)
* 25 სახალისო სურათი, რომელშიც ბევრი საკუთარ თავს ამოიცნობს
* რეალისტური კომიქსები: «ფეხმძიმობა და დედობა»

* როგორია იყო 2 მცირეწლოვანი ბავშვის დედა?

* კარიკატურების სერია «ჩემი ცოლი» - მხატვრის თვალით დანახული ოჯახური ცხოვრება

* კარიკატურების სერია «ჩემი ცოლი» – II ნაწილი

0
190
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0