x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ეკლესიაში სისულელეების მეტი რა მომისმენია, მაგრამ აცრების საწინააღმდეგო არასოდეს-ბასილ კობახიძე
image

ყოფილი დეკანოზი, ბასილ კობახიძე, სოციალურ ქსელში NDI-ს გამოკითხვას ეხმაურება, რის მიხედვითაც მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 46% ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, არ აიცრებოდა. კითხვას: "კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები?", დადებითი პასუხი 38%-მა გასცა, ხოლო 15% პასუხობს: "არ ვიცი".


"ბავშვებს რატომ ერჩის ეკლესია ჰეროდესავით? ჯერ იყო და მოუნათლავი გარდაცვლილი ჩვილები ჯოჯოხეთში არიანო, ახლა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, 46% ამბობს, რომ არ აიცრებოდა და არც შვილს აცრიდა. ეკლესიაში სისულელეების მეტი რა მომისმენია, მაგრამ აცრების საწინააღმდეგო არასოდეს. ახლა რა ეტაკათ ამ მამაძაღლ მამაოებს ამას რომ ქადაგებენ? ან მშობლებს რატომ სჯერათ ამ იდიოტი მღვდლების? მერე ხომ გვიან იქნება, რაქელი დასტირის თავის შვილებს და არა სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან"-წერს ბასილ კობახიძე.

image


შეგახსენებთ, მამაოების ნაწილი მრევლს მოუწოდებს ვაქცინის გაკეთებისაგნ თავი შეიკავონ, მაგალითად მამაო შალვა კეკელიამ ჯერ კიდევ მაისის თვეში განაცხადა, რომ "თუ თავისუფალი არჩევანი იქნება, ეს სხვა საკითხია. თუ სავალდებულო იქნება, მე როგორც მღვდელი მრევლს მოვუწოდებ, რომ არავინ არ გაიკეთოს“.

ხოლო კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ "თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ყველა ადამიანს დააძალებენ, ეს „ეშმაკისეული მოქმედება იქნება“



თუმცა გამოჩდნენ სასულიერო პირები, რომლებმაც საწინააღმდეგო მოსაზრება გამოთქვეს, მაგალითად, აი რა თქვა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ:


"ერთმა მღვდელმა ისიც თქვა, თუ სავალდებულო გახდება COVID 19-ის ვაქცინა, ჩემს მრევლს მოვუწოდებ, არავინ გაიკეთოსო. ხედავთ, სადამდე მიდის წმინდა წერილს დაშორებული თვითშემოქმედება და პანიკური ფანტაზიები?


მაგ ლოგიკით თუ მსჯელობ მამაო და ძმაო, იქნებ უკვე საკვებში ან სასმელშია ეგ მიკროჩიპები და ყოველდღე „გჩიპავენ“ გემრიელი სადილის დროს? ან იქნებ შამპუნშია ან საპონში და ყოველდღე რომ იბან, ხელებიც, შუბლიც და მთელი სხეულიც სულ „დაჩიპული“ გაქვს უკვე? ან იქნებ წამლებში ჩაამატეს ეგ ნანოჩიპები და სულ უბრალო, გაციების წამლის მიღების დროს „დაჩიპეს“ შენი მრევლი და ტყუილად აღელვებ ხალხს. ხომ აბსურდამდე მივდივართ ასეთი განსჯით?“-წერს სოციალურ ქსელში ლომიძე.


0
196
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0