ასტროლოგია აგვისტოს სიურპრიზები: თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2020, 29 ივლისი, 19:08 სადაცაა ზაფხულის უკანასკნელი თვე-აგვისტო შემობრძანდება და თუ რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ მისგან, ამის შესახებ ავსტრალიელი ასტროლოგი ანჟელა პერლი გვესაუბრება:
1.ვერძი
აგვისტოში ვერძებს მოზღვავებული ენერგია ექნებათ. კარგი პერიოდია იმისთვის, რომ სპორტით დაკავდეთ, სხვადასხვა წრეზე ჩაეწეროთ ან ხასიათის ძლიერი მხარე გამოავლინოთ.
ინტერნეტ-ბიზნესთან დაკავშირებული იდეები გექნებათ, რომელიც ვაჭრობას უკავშირდება. თვის ბოლოს სასიამოვნო ცნობებს მიიღებთ თქვენი ახლობლების შესახებ. შესაძლოა ფინანსური დახმარებაც მიიღოთ მშბლებისგან. 2.კურო ბევრი კურო სტატუსს შეიცვლის აგვისტოში. ეს შესაძლოა დაოჯახებასაც უკავშირდებოდეს. ზოგიერთი კი გაეყრება ან პენსიაში გავა. იმისთვის, რომ ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდეთ, კარგი იქნება თუ კურსებზე ჩაეწერებით და კვალიფიკაციას აიმაღლებთ. შესაძლოა შეხვედრა შორეულ ნათესავთან, რომელიც თქვენი ხანგრძლივი კარგი განწყობის გარანტი იქნება. 3.ტყუპები კუროებისთვის აგვისტო სწავლის მხრივ ძალიან ხელსაყრელი თვეა. ეს სწავლა ძალიან ხანმოკლე და შედეგიანი იქნება-რეალურ ფინანსურ ნაყოფს გამოიღებს. ამ თვეში ბევრი მოგზაურობა გელით მოკლე მანძილებზე, შესაძლოა ველოსიპედითაც. კარგი პერიოდია ტექნიკის შესაძენად, ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად. თვის ბოლო კი კარგი შემოსავლით გაგახარებთ. 4.კიბო საუკეთესო პერიოდია მეგობრებთან ურთიერთობისთვის, სიყვარულისთვის, ქორწინებისა და ოჯახური ცხოვრებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ კარგი პერიოდია საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთბისთვის, ნიშნობისთვის, ქორწინებისთვის. ყურადღება მიაქციეთ ხარჯებს. ამ პერიოდში კრედიტის აღებისგან თავი შეიკავეთ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ. 5.ლომი აგვისტოში ლომების მომხიბვლელობა შესამჩნევად გაიზრდება, ამას გარშემომყოფებიც ერთხმად აღიარებენ. ეს მომენტი დაოჯახებულმა ლომებმა უნდა გაითვალისწინონ:დიდი შანსია, რომ ამ პერიოდში თქვენი პარტნიორის მხრიდან გამოჩენილი ეჭვიანობამ დიდხანს გასტანოს თქვენს ოჯახურ ბუდეში. ჯანმრთელობას რაც შეეხება, ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იქნება. 6.ქალწული საღად მოაზროვნე ქალწულები ამ თვეში სულ სხვა ამპლუაში აღმოჩნდებიან. მათ ჰაერის ნიშნებისთვის დამახასიათებელი თავქარიანობა შეიპყრობთ. ბუნებით მოკრძალებული ქალწულები სრულად გამოიყენებენ თავის მომხიბვლელობას, რაც სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებათ. მოსალოდნელია სამსახურის რეჟიმის და გრაფიკის ცვლილება. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობასაც. არ გადაიღალოთ და კვებაც მოაწესრიგეთ. 7.სასწორი აგვისტოში სასწორებმა საკუთარი თავის მიმართ უნდა გამოავლინონ ყურადღება და ფიზიკურ თუ სულიერ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნონ. კარგი პერიოდია ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გასამყარებლადაც. სამუშაო სფეროში ცვლილებებია მოსალოდნელი. შესაძლოა საკუთარ თავში ახალი ნიჭიც აღმოაჩინოთ: ადამიანებისგან საჭირო ინფორმაციის მიღების, რომელსაც შემდეგ პროფესიულ სფეროში გამოიყენებთ. 8.მორიელი იდუმალი მორიელები აგვისტოში ძალ-ღონის მოზღვავებას იგრძნობენ. თუმცა, მიზნის მიღწევა ადვილი როდი იქნება. მთელი ძალების მობილიზება მოგიწევთ და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგეცემათ წარმატების შანსი. ნებისყოფა უნდა გამოიჩინოთ და ახალი სასარგებლო უნარები გამოიმუშავოთ. ეს სამომავლოდ ძალიან გამოგადგებათ. 9.მშვილდოსანი ამ თვეში ბევრ რამეს მოეფინება ნათელი და ახალ აზრს შეიძენს. კარგი იქნება, თუ სამსახურისთვის საჭირო ახალ უნარებს შეისწავლით.ახლობლებთან ურთიერთობისას ნეიტრალიტეტი გამოიჩინეთ. ასე არასასურველ ჭორებს აარიდებთ თავს. ფინანსებს რაც შეეხება, ამ თვეში ფორტუნა თქვენს მხარესაა. შესაძლოა საზღვარგარეთ ახლობელ ადამიანთან ერთად გაემგზავროთ, რაც დადებითი ემოციებით აგავსებთ. 10.თხის რქა ეს თვე ერთმნიშვნელოვნად კარგ ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის დამახასიათებელ მოქნილობას გამოავლენთ. ინფორმაციას მიიღებთ, ან იდეა გეწვევათ, რაც საბოლოო ჯამში დიდ ფულს მოგიტანთ. რომანტიკულ ურთიერთობებს რაც შეეხება, იმედგაცრუება გელით. ურთიერთობა შეიძლება სერიოზულად დაზარალდეს, თუ პირველ რიგში თქვენს ინტერესებს დააყენებთ. 11.მერწყული ბევრი მერწყულის ცხოვრებაში საბედისწერო მოვლენაა მოსალოდნელი. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც ოჯახს, ისე სამსახურს. შეეცადეთ ყველაფერში, რაც ხდება, თქვენი ტალღა დაიჭიროთ. თუ შეძლებთ დაწყებული ბოლომდე მიიყვანიოთ, ბევრ იდეას განახორციელებთ. 12.თევზები თევზების ფინანსური მდგომარეობა ამ თვეში მეტნაკლებად გაურკვეველია. შესაძლოა გამომუშავებული თანხა არც გეყოთ თვის ბოლომდე. გამოიყენეთ ზაფხულის ბოლო თვე რომანტიკული ურთიერთობებისთვის და ოჯახური კავშირებისთვის. 333 1-ს მოსწონს
|