x
კრეატულობა და ინტელექტი

image

კრეატული აზროვნება ჩვენს ყოველდღიურობაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს და შესაძლოა ითქვას, რომ ის პირდაპირაა დაკავშირებული ადამიანის სრულფასოვან განვითარებასთან. კრეატულობა ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას სრულფასოვნად აღიქვას სამყარო და ყველა მოვლენა, რომელიც მასში მიმდინარეობს და ასევე ის იდეების აღმოჩენის, გამოცდილებების შეძენის საწინდარია. ეს ყოველივე კი, საბოლოო ჯამში, სამყაროს განვითარების გარანტიაა. კრეატულობა განიხილება, როგორც ინტელექტის ერთ-ერთი ასპექტიც. ეს ორი საკმაოდ ფართო ცნებაა, ამიტომ მათთან დაკავშირებული თითოეული ასპექტი კამათის და განსჯის საგანია.


კრეატულობა ეს არის ადმიანის შესაძლებლობა შექმნას ახალი, განსხვავებული პროდუქტი. კრეატიული ადამიანი ჩვეულებრივ მოვლენებში რაღაც უჩვეულოს ხედავს და მას შეუძლია სტანდარტული წესების საზღვრები დაარღვიოს. აღნიშნულ უნარს ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკული გამოყენება აქვს, რადგან ყოველდღე ვხვდებით პრობლემებს, რომელთა გადაჭრაც კრეატული აზროვნების გარეშე შეუძლებელია.


ტეილორი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნება, რომელმაც 5 სახის კრეატიულობის არსებობის შესახებ ისაუბრა, ესენია: გამოხატული, პროდუქტიული, გამომგონებელი, ინოვაციური, და აღმოცენებული კრეატულობა. გადაწყვეტილებების ძიების პროცესის განსხვავებულად წარმართვის, ძირითადი ელემენტების გამოყოფის, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებული ჰიპოთეზების ფორმულირების, არსებული ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მოძიების და სხვებისგან განსხვავებულად აღქმის პროცესების მიმდინარეობას.



ინტელექტის განმარტება ფსიქოლოგიაში მუდამ იცვლება გარკვეული კვლევების შემდეგ. ეს არის გამოცდილებიდან სარგებლის მიღებისა და გარემოს შესახებ მოცემული ინფორმაციის ფარგლების გარღვევის ზოგადი უნარი.


სტენბერგმა განავითარა ინტელექტის სამკომპონენტიანი თეორია, რადგანაც ის ინტელექტს აღიქვამდა როგორც სამი (პრაქტიკული, კრეატიული და ანალიტიკური) კომპონენტის ჯამს. ერთ-ერთი მათგანი კრეატიული ინტელექტია.


კრეატიული ინტელექტი პასუხს აგებს გამოგონებაზე ან პრობლემის მოგვარებაზე. ადამიანი, რომელსაც შეუძლია ექსტრემალურ სიტუაციაში მოაგვაროს პრობლემა და იპოვოს გამოსავალი, მიჩნეულ იქნებოდა, როგორც მაღალი კრეატიული ინტელექტის მქონე.


ინტელექტისა და კრეატულობის განსხვავებაზე ფსიქოლოგიაში აზრთა სხვადასხვაობაა. მკვლევართა ნაწილის აზრით, ინტელექტი და კრეატულობა თითქმის ერთიდაიგივეა. ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი სრულიად განსხავებულები არიან.


ბევრმა მეცნიერმა დაიწყო იმის კვლევა თუ როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან ინტელექტი და კრეატიულობა. Getreh and lacksoni (1962) ისინი თავიანთ კვლევაზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, რადგან ადამიანები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან ინტელექტისა და კრეატულობის მაჩვენებლებით. ზოგ ადამიანს მაღალი ინტელექტი და დაბალი კრეატულობა აქვს და პირიქით. რაც ინტელექტისა და კრეატულობის განსხვავებაზე მიუთითებს. კიდევ ერთი Wallach and korgan -ის (1965) კვლევა ინტელექტსა და კრეატიულობას შორის ძალიან მცირე კავშირს გვიჩვენებს.


კრეატიულობა და ინტელექტი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან გაზომვისა და შეფასების გზებით. კრეატიულობა ფასდება არასტანდარტული აზროვნებით, რომელიც ადამიანის მიერ კონკრეტული ამოცანის შესრულებისას ვლინდება. ინტელექტის შემთხვევაში, შეფასება განსხვავებულია. ის ფასდება დახურული ტესტებით, საზომ ინსტრუმენტს აქ რამდენიმე სავარაუდო პასუხი და საჭიროა ერთი სწორის არჩევა, რისთვისაც კრიტიკული აზროვნებაა აუცილებელი.


ასევე ძალიან საინტერესო საკითხია ინტელექტის IQ და კრეატულობას შორის არსებული კორელაცია. კვლევებით დადგინდა, რომ რაც უდრო დიდია IQ მით უფრო მაღალია კრეატიულობის მაჩვენებელი, მაგრამ თუ ინტელექტის მაჩვენებელი ნორმებს აცდება ის კრეატიულობასთან კავშირს კარგავს.


კვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ინტელექტუალური შესაძლებლობები და კრეატიულობა ამ დროს ეს პრობლემა გადაიჭრება ერთმანეთის მსგავსი სტრატეგიებით. ამ პროცესის დროს, თავის ტვინში აქტიურდებოდა ერთნაირი უბნები. ამ კვლევით გამოვლინდა, რომ კრეატიული აზროვნებით თავის ტვინში აქტიურდება უნიკალური რეგიონები. ეს და სხვა ასეთი კვლევები ცდილობენ აღმოაჩინონ კავშირი ინტელექტსა და კრეატიულობას შორის ნეიროფსიქოლოგიურ დონეზე.


ერთ-ერთი კვლევა, რომელიც ეკუთვნის Maren-ს (2018), იკვლევდა ტვინის აქტივობას იდეების შექმნის პროცესში, შემეცნებითი ამოცანების შესრულების დროს. აღმოჩნდა, რომ უფრო რთული ამოცანების შესრულება მაღალ კრეატიულობასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ინტელექტის დონესთან არა.


Lapardi (2018) თავისი კვლევით გვიმტკიცებს, რომ ინფორმაციას უფრო ეფექტურად მაღალი კრეატიულობის მქონე ჯფუფი გადაამუშავებს. ამ კვლევაში კრეატიულობა დამოუკიდებელი ხოლო, ინფორმაციის გადამუშავება კი დამოკიდებული ცვლადია.

image

ინტელექტსა და კრეატიულობას ორივეს აქვს როგორც უნიკალური ასევე ერთნაირი მექანიზმები. უამრავი კვლევის ჩატარებამდე ინტელექტი და კრეატიულობა ორი ცალკემდგომი ცნება იყო, მაგრამ თანამედროვეობამ შეცვალა დამოკიდებულება ამ მოსაზრების მიმართ.


შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტელექტს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, რომელიც ჩვენს დაგროვებულ ცოდნას აჩვენებს და მას ეფექტურად იყენებს. კრეატიულობა კი არის უნარი, რომ გავცდეთ ინტელექტის ჩარჩოს. კრეატიულობისთვის არა არის აუცილებელი ინტელექტის დონე საშუალოზე მეტი ჰქონდეს. ასეთი ადამიანები უბრალოდ სამ რაღაცას აკეთებენ: აქვთ მეტი გამოცდილება, უფრო მეტს ფიქრობენ ამ გამოცდილებაზე და მიჰყვებიან იდეას, რომელიც შესაძლოა პრობლემის ამოხსნის საშუალება გახდეს რამდენიმე ჯერზე წარუმატებლობის მიუხედავად. თუ კვლევებს შევაჯამებთ ინტელექტი და კრეატულობა ორი დამოუკიდებელი ცნებაა, რომელთა შორისაც არსებობს კორელაცია.

0
118
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ლიპარტელიანი
თამარ ლიპარტელიანი
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0