პროფილაქტიკა ვიტამინი В8 (ინოზიტოლი) – უძილობის, თმის ცვენის და სიგამხდრის დროს 2020, 30 ივლისი, 11:01 ინოზიტოლი ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება და ამასთან, ზოგიერთ მცენარეულ და ცხოველური წარმოშობის პროდუქტში გვხვდება. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ბევრ ორგანოზე და სისტემაზე ახდენს გავლენას. ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მისი ნაკლებობა იწვევს ქოლესტერინის მკვეთრ მომატებას და თმის ცვენას. ინოზიტოლს ვიტამინის მსგავს ნივთიერებად მიიჩნევენ, ამიტომ მას ასევე ვიტამინ В8 უწოდებენ, რომელიც მთელ რიგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობს. ჯანმრთელი ორგანიზმი დამოუკიდებლად ავსებს მის ნორმას, მაგრამ ადამიანები ზოგჯერ მის უკმარისობას განიცდიან, რაც ხდება სიმსუქნის, არასწორი კვების, ზოგიერთი სამედიცინო პრეპარატის ან შარდმდენი სასმელების მიღების ან სტრესის დროს. რა უნდა ვიცოდეთ В8 (ინოზიტოლის) შესახებვიტამინ В8 ბევრი ფერმენტი შეიცავს, ამიტომაც ის ზემოქმედებს ბევრ გაცვლით პროცესზე. აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას, აღადგენს ქსოვილის უჯრედებს, აჩქარებს ფრჩხილების და თმის ზრდას. ხელს უწყობს ფსიქიკურ ჯანმრთელობასინოზიტოლი ეხმარება ჰორმონების ბალანსის შენარჩუნებას, რომელიც ზემოქმედებს ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე – სერატონინი და დოფამინი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დეპრესიის და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დროს, ინოზიტოლის მაჩვენებელი ტვინში გაცილებით დაბალია ჯანმრთელ ადამიანთან შედარებით. ექიმები ნიშნავენ დამატებით ვიტამის В8 უძილობის, შფოთვის და ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების დროს. სამედიცინო ფაქტებზე დაყრდნობით, შეგვიძლია განვაცხადოთ რომ ინოზიტოლის დონის ნორმალიზება საგრძნობლად აუმჯობესებს დეპრესიის მქონე პაციენტების მდგომარეობას. ამცირებს პანიკურ აშლილობასჩატარდა სხვადასხვა სახის კვლევები, რა დროსაც შეისწავლეს ინოზიტოლის გავლენა პაციენტებზე, რომლებიც პანიკური შეტევებით იტანჯებოდნენ: მომატებული შფოთვა, რომელსაც თან სდევს გულისცემის აჩქარება და სუნთქვის უკმარისობა, შიშები, თავბრუსხვევა, ოფლიანობის მომატება და ა.შ. ინოზიტოლის მიღების შემდეგ, პაციენტებს შეუმცირდათ პანიკური შეტევები უფრო მეტად, ვიდრე მათ, ვინც სპეციალურ შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატებს იღებდა. ებრძვის მეტაბოლურ სინდრომსპროდუქტები, რომლებიც გაჯერებულია ინოზიტოლით, განსაკუთრებით სასარგებლოა პაციენტებისთვის მეტაბოლური სინდრომით (მეტაბოლური სინდრომი გროვაა რიგი მდგომარეობებისა: სისხლის გაზრდილი წნევა, სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა, ჭარბი ცხიმი წელის გარშემო და ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა ორგანიზმში. ამ პათოლოგიების ერთობლიობა ზრდის გულის დაავადების, ინსულტისა და დიაბეტის რისკს), რომელსაც თან ახლავ ჰორმონების სინთეზის და გაცვლითი პროცესების დარღვევა. კვლევებმა, რომელიც ჩატარდა ქალებზე მეტაბოლური სინდრომით პოსტმენოპაუზის პერიოდში, გამოავლინა რომ ინოზიტოლის მიღებამ გააუმჯობესა სისხლის მიმოქცევა და ქოლესტერინის მაჩვენებელი ორგანიზმში. ხანგრძლივი მიღებისას, პაციენტებს შეუმცირდათ ტრიგლიცერიდები 34%-ით, საერთო ქოლესტერინის დონე – 22%-ით. ამას გარდა, დაურეგულირდათ არტერიული წნევა და შაქრის დონე სისხლში. პაციენტების 20%-ს კი მეტაბოლური სინდრომი საერთოდ გაუქრა. ინოზიტოლის შემცველი პროდუქტებივიტამინი В8 ყველაზე ძვირფას წყაროდ მიიჩნევენ სეზამის ზეთს. ასევე მდიდარია ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: მარცვლეული, პარკოსნები, სოიო, ციტრუსები, ხილი, თხილეული და მცენარის თესლი. ამას გარდა, ინოზიტოლი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებშიცაა: ღორისა და ძროხის ხორცში და ხიზილალაში. ზრდასრულებისთვის ინოზიტოლის დღიური ნორმა შეადგენს 500 – 1000 მგ. სრულფასოვან რაციონს დიდი რაოდენობის სასარგებლო პროდუქტებით შეუძლია მისი სრულად შევსება. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყავის მოყვარულებს, ალკოჰოლზე ან ნიკოტინზე დამოკიდებულებს და მათ, ვისაც დიაბეტი ან სხვა ქრონიკული დაავადებები აქვთ, В8 ვიტამინზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად ეზრდებათ. დღეში 4 ფინჯანი ყავის მიღების შემთხვევაში, ორგანიზმი В8 ვიტამინის დღიური დოზის 25%-ს ვერ იღებს. ორგანიზმში ინოზიტოლის უკმარისობის შემთხვევაში, ადამიანი შესაძლოა იყოს ზედმეტად გაღიზიანებული, აწუხებდეს უძილობა და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები (ყაბზობა). ვიტამინის დეფიციტზე მიუთითებს კანის დაავადება და ჭარბი თმის ცვენა. ბავშვებაში აღინიშნება სიმაღლეში ზრდის შეწყვეტა. უკუჩვენებებიაშკარა უკუჩვენება მიღებისას შესაძლოა მხოლოდ კვების პროდუქტის მიმართ ინდივიდუალურ აუტანლობას ჰქონდეს. პრეპარატის ან ვიტამინების კომპლექსის მიღება ინოზიტოლით შესაძლოა იყოს უკუნაჩვენები ორსულობის პერიოდში. ნებისმიერ შემთხვევაში, მიღების წინ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან, რამდენადაც ჭარბ დოზას ახლავს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: ღებინება, თავბრუსხვევა, კუწ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ! ასევე დაგაინტერესებთ: რატომ უნდა მივირთვათ ძილის წინ თაფლი და როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის მინერალები, რომელიც აძლიერებს ჩვენს ჯანმრთელობას და იმუნიტეტს. რომელი საკვები უნდა მივიღოთ ამისთვის? თუ ამ 9 ელემენტიდან რომელიმეს ნაკლებობას განიცდით, შესაძლოა ფსიქიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ მეცნიერების მტკიცებით ოხრახუშს შეუძლია განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება რომელი პროდუქტები შეიცავს ახალგაზრდობის ჰორმონს? 10 მავნე ჩვევა, რის გამოც ნაოჭები ნაადრევად ჩნდება 597 8-ს მოსწონს
|