სხვა 40 წელი არ იღიმოდა, რათა ახალგაზრდობა შეენარჩუნებინა 2020, 29 ივლისი, 10:05 50 წლის ტესს კრისტიანი შეგნებულად არ იღიმოდა ორმოცი წლის განმავლობაში, რათა დიდხანს შეენარჩუნებინა ახალგაზრდობა. ტესს კრისტიანის ლოგიკა-რაც ნაკლებია ღიმილი, მით ნაკლებია მიმიკური ნაოჭები სახეზე. მან ბოტოქსის ინექციებს ამჯობინა ახალგაზრდობა ბუნებრივი გზით შეენარჩუნებინა, რაშიც საკმაოდ დიდი ფასი გადაიხადა. მას ჰქონდა ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როცა სიხარულისგან ჭკუაზე აღარ იყო: როცა გათხოვდა და როცა შვილი შეეძინა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მომენტები აუღელვებელი სახით განვლო. 1. 23 წლის ტესი, 1985 წელი. უჩვეულო იდეის გამო მეგობრებმა მას "მონა ლიზა" შეარქვეს. 2. 23 წლის ტესი, 1985 წელი. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ღიმილის გარეშე გაატარა, ქალს ის კაცები აღიზიანებდნენ, რომლებიც გაღიმებას ურჩევდნენ. 3. 23 წლის ტესი, 1985 წელი. იგი ამბობს“რომ ისწავლა სახის კუნთების კონტროლირება. 4. 36 წლის ტესი, 2001 წელი. 5. 43 წლის ტესი თავის 16 წლის ქალიშვილთან, სტივისთან ერთად. 6. ასე გამოიყურება 50 წლის ტესს კრისტიანი. როგორც ხედავთ, მისი იდეა ნამდვილად მუშაობს, 50 წლისასაც კი გლუვი კანი აქვს, პრაქტიკულად ნაოჭების გარეშე. ტესს კრისტიანი: ამდენი წლის პრაქტიკის შემდეგ, იცხოვრო ღიმილის და სახეზე აღელვების გარეშე, კვლავინდებურად რთულია. 859 5-ს მოსწონს
|