სხვა მამაკაცს 25 წელი ჰყავდა მონობაში საკუთარი თანამემამულეები 2020, 28 ივლისი, 10:59 ![]() ჯოზეფ მათამატას(Joseph Matamata) რომელიც სამოადან იყო და ახალ ზელანდიაში ცხოვრობს, მიესაჯა ციხე, მისი სამოელი თანამემამულეების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგისთვის. 65 წლის კაცს 11 წელი მოუწევს ციხეში ჯდომა. მოსამართლე ჰელენ კულის ((Helen Cull) გადაწყვეტილებით, მათამატას აგრეთვე მოუწევს 180 000 ახალი ზელანდიური დოლარის გადახდა. ![]() მრავალი მათგანი ჩამოსვლისთანავე, იძულებული იყო დღეში 14 საათი ემუშავათ სოფლის მეურნეობის მუშაკებად, რა დროსაც მათ გამომუშავებულ თანხას მათამატა ჯიბეში იდებდა. სასამართლო სხდომაზე გაირკვა, ბელადი ხშირად სცემდა თანამემამულეებს, მათ შორის ხის ნაჭრით, ცოცხით ან ელექტრო კაბელით, ასევე ის, რომ მან ერთ-ერთ დაზარალებულს ბაღის მაკრატელი ესროლა და ხელში გაურჭო. მათამატას დამონებულ ადამიანებს ეკრძალებოდათ მისი სამფლობელოს გარეთ ვინმესთან საუბარი, აგრეთვე მისი ნებართვის გარეშე სამოაში ოჯახის წევრებთან დაკავშირება . ![]() 196 7-ს მოსწონს
|