საქართველო აზერბაიჯანის საზოგადო მოღვაწე ასლან ისმაილოვის ვრცელი მიმართვა ქართველი ერის სახელზე 2020, 27 ივლისი, 18:52 ![]() "ძვირფას ქართველ ხალხსა და საქართველოში მცხოვრე ჩემს ძმებსა და დებს! 2-დან 17 წლამდე გარდაბანში მიცხოვრია, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ადამიანი, დედაჩემი, რომელიც გარადაბნის სასაფლაოზეა დაკრძალული, დღეს ჩემი ახლობლები გარდაბანში აგრძელებენ ცხოვრებას. ამიტომ, მე საქართველო მეორე სამშობლოდ მიმაჩნია და ყოველთვის დაინტერესებული ვარ მისი ბედით, მე ყველაფერი გამიკეთებია რაც შევძელი და ასეც გავაგრძელებ. მე ძალიან კარგად ვიცი, რას აკეთებს აზერბაიჯანი საქართველოსთვის რთულ დღეებში და მე უშუალოდ ჩართული ვარ ზოგიერთ მათგანში. 1993 წლის ბოლოს და 1994 წლის დასაწყისში, საქართველოს მაშინდელ პრემიერ მინისტრის მოადგილე ა. მარგიანი (მანამდე იგი გარდაბანში პირველ მდივნად მუშაობდა) შევახვედრე აზერბაიჯანის ერთ-ერთ ლიდერთან. ყარაბაღის ომის მშფოთვარე პერიოდის მიუხედავად, აზერბაიჯანულმა სახელმწიფომ ელექტროენერგია მიაწოდა საქართველოს. არ მინდა ჩამოვთვალო შემდგომი დახმარებები, რადგან საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და სხვა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ აღიარეს, რომ აზერბაიჯანმა საქართველოსთვის ყველაზე რთულ მომენტებში მას დახმარება გაუწია. მხოლოდ 2008 წელს რუსეთთან ომის დროს და შემდგომ, თუკი აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა არ ექნებოდა, ქვეყანა ჩამოინგრეოდა. გაითვალისწინეთ, რომ იმ დროისთვის, მიუხედავად რუსეთის მხრიდან ყველა მუქარისა აზერბაიჯანის მთავრობის მიმართ და მიუხედავად იმისა, რომ ეს მუქარები ოფიციალური ბაქოსთვის ძალიან სარისკო იყო, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. 1996 წელს, როგორც ერთადერთ აზერბაიჯანელი ვსწავლობდი 26 ქართველთან ერთად, რომლებმაც მოგვიანებით საქართველოში რევოლუციური ცვლილებები გაატარეს, მაგრამ მე მათთან თავს არ განვასხვავებდი და ყველა ერთად ვმსჯელობდით საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე და ამ გზაზე ერთმანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ჩვენ ერთმანეთზე მხარდაჭერით შევძელით დამოუკიდებლობის შენარჩუნება და განვითარება. ამიტომ, ამჯერად ამ წერილით მივმართავ თქვენ. დღეს, მთელს მსოფლიოში, აზერბაიჯანლები, ასევე, ვინც თავს აზერბაიჯანის მეგობრად თვლის, ყურადღებით უნდა დააკვირდონ რა ხდება აზერბაიჯანის სახელმწიფოს გარშემო და რა შეუძლოს რომ გააკეთოს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სერბეთმა ოკუპანტ სომხეთს იარაღი მიჰყიდა საქართველოს გავლით. დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანის მთავრობა დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს. ის ფაქტი, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა მიზანმიმართულად გადასცემს იარაღს თავისი ტერიტორიიდან მტერ ქვეყანას, რომელიც გაანადგურებს ჩვენს სოფლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, არის ჩვენს ზურგსუკან ჩარტყმა და ჩვენ არ უნდა ვიყოთ მის მიმართ გულგრილი. ამჟამინდელი საქართველოს მთავრობის ეს ნაბიჯი არის ღალატი არა მხოლოდ აზერბაიჯანული სახელმწიფოსა და ხალხის, არამედ ქართველი ხალხის მიმართაც, რადგან ამ ნაბიჯით საფრთხეს უქმნის ნავთობ და გაზსადენებს, რომლებიც დამოუკიდებლობის ერთ-ერთი გარანტიად ითვლება არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. საქართველოს მთავრობა ნუ დაფიქრდება, რომ ნავთობ და გაზსადენები, გზებისა და რკინიგზის მშენებლობა უკვე დასრულებულია და აზერბაიჯანს სხვა გამოსავალი არ აქვს. საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ აზერბაიჯანს ყოველთვის აქვს და ექნება ალტერნატიული გზები! ისევე, როგორც ჩვენ სომხეთის სეპარატისტული პოზიციის გამო ისინი გამოვრიცხეთ ყველა სტრატეგიული პროექტიდან, მიუხედავად ჩვენი მატერიალური დანაკარგებისა. ჩვენ შეგვიძლია იგივე ზომები მივიღოთ საქართველოს წინააღმდეგაც. მაგრამ საერთოდ არ მსურს, რომ ეს ასე მოხდეს, რადგან თქვენ - როგორც ქართველები, ასევე იქ მცხოვრები ჩემი თანამემამულეები ხართ ჩემთვის ძალიან ახლო და მე ვიცი, რომ თქვენ არ იცით ამ ღალატის შესახებ. დღეს სომხეთი ჯავახეთში სეპარატიზმის თესლს თესავს. აზერბაიჯანს, მიუხედავად რუსეთის ყველა პროვოკაციისა საქართველოში არასოდეს ჰქონია სეპარატიზმის დათესვის სურვუილი, რადგან ჩვენ მეგობრობისა და ძმობის ერთგულები ვართ. ჩვენ მთელი ისტორიის განმავლობაში სომხების მსგავსად არასდროს არ ვყოფილვართ ჩართული ღალატში! დარწმუნებული ვარ, რომ ყარაბაღის პრობლემის სამართლიანად მოგვარებისთანავე, სომხეთი მთელი ძალით ჯავახეთში შუღლის გაღვივებას დაიწყებს. დღეს ქართული გვარების მქონე სომხები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ გაიყოს საქართველო. ისევე, როგორც ეს გააკეთეს სოხუმში. ძვირფასო თანამემამულეებო, გთხოვთ, ეს სტატია თქვენს გვერდებზე განათავსოთ. მსგავსი პოზიცია ყველგან გააჟღერეთ თქვენი სახელით. გააშუქეთ ის მედიაში, რათა ქართველმა ხალხმა იცოდეს რა ხდება და საქართველოს მთავრობამ გაიგოს, რომ თქვენ გულგრილი არ იქნებით იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც აზერბაიჯანი ჰქვია! წინა ხელისუფლების და მისი გუნდის მიერ აშენებული დამოუკიდებელი, მთელ მსოფლიოსთვის სამაგალითო ქვეყანას წლეების განმავლობაში, შეგნებულად თუ უნებურად თვალსადახელსშუა ინგრევა. ივანიშვილმა და მისმა გუნდმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ, თქვენი სამშობლოს, საქართველოს და არც აზერბაიჯანის მიმართ არ იქნებით გულგრილნი, რომელიც სამშობლოსავითაა თქვენთვის. თქვენ არ აპატიებთ მათ, ვინც იბრძვის აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დაშლისთვის და ასევე მათ, ვინც ცდილობს ჩამოშალოს ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობა. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხიც დაგეხმარებათ თქვენს საქმიანობაში, რადგან უბრალო, შრომისმოყვარე ქართველი ხალხი, განსხვავებით დღევანდელი საქართველოს ხელისუფლებისა, სიკეთეს არასოდეს დაივიწყებს! თითოეულ თქვენგანს, თქვენს ყველა საქმეში წარმატების სურვილებით - ასლან ისმაილოვი." 468 1-ს მოსწონს
|