სხვა 7 ფუ- ფაქტი მსოფლიოს ყველაზე სუნიანი მამაკაცების შესახებ 2020, 27 ივლისი, 16:25 ეს შვიდი ცნობილი მამაკაცი არასდროს ბანაობდა და ისე ყარდა როგორც ორი კვირის გასარეცხი წინდები, თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მსოფლიო ისტორიაში მათი სახელები სამუდამოდ დარჩენილიყო!ლუდვიგ ვან ბეთჰოვენიდიდი გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი არასდროს ბანაობდა, საკუთარ გადაწყვეტილებას კი იმით ხსნიდა, რომ ტყვიით მოწამვლის ეშინოდა, რომლითაც ონკანის მილები იყო დამზადებული, მეტი დამაჯერებლობისთვის კი გამუდმებით იმეორებდა, რომ მას პარანოია არ ჰქონდა, როდესაც ბეთჰოვენს ეძინა, მეგობრები მის სახლში ჩუმად იპარებოდნენ და ტანსაცმელს ურეცხავდნენ. ისღა დაგვრჩენია, ვიმედოვნოთ, რომ სარეცხისთვის წყალს ისინი ტყვიის მილებიდან არ იღებდნენ.მაო ძედუნი"მაოიზმის" ფუძემდებელი არასდროს ბანაობდა და კბილებსაც არ იხეხდა, ამ ყოველივეს კი იმით ხსნიდა, რომ მსგავსს ქმედებებს არც ვეფხვები სჩადიოდნენ - და ეს სრული სიმართლე იყო. საგანგებოდ მოწვეული ადამინები კი, უკვე ასაკში მყოფ მოხუც მაოს სხეულს, თბილ წყალში დასველებული პირსახოცით უწმენდნენ.ჩარლზ ჰოვარდი, ნორფოლკის მე -11 ჰერცოგიარისტოკრატი თავს ისე ინებივრებდა, როგორც შეეძლო: ჩარლზ ჰოვარდს საკმაოდ უცნაური, ორი ჩვევა ჰქონდა - ერთ ჭამაზე ყოველთვის რამდენიმე სტეიკს მიირთმევდა და საკუთარ სხეულს საპნითა და წყლით არასდროს "შეურაცხყოფდა", თუმცა მსახურებმა თავიანთი "ჭუჭყიანი ჰერცოგის" დაბანის საკმაოდ უცნაური გზა იპოვეს, ისინი მას მაშინ ბანდნენ, როცა სასმელით გაბრუებულ თავნება არისტოკრატს ტკბილად ეძინა.ანრი IV, საფრანგეთის მეფე"მე მსურს რომ ჩემს თითოეულ ქვეშევრდომს კვირაობით, სუფრაზე ქოთანში მომზადებული ქათამი ჰქონდეს" – სწორედ ამ სიტყვებით გაითქვა სახელი კეთილ მეფედ წოდებულმა ანრი IV მთელ მსოფლიოში. სავარაუდოდ, მასვე ეკუთვნის ეს ცნობილი სიტყვებიც: "მე არ მინდა დაბანა და არც დავიბან, შეწყვიტეთ ჩემი დევნა!" - თუმცა, ამის შესახებ ისტორია რატომღაც დუმილს არჩევს. ანრი IV ბანაობას სათანადო ყურადღებას არასდროს აქცევდა, რაც მის სუნზეც აისახებოდა. სამეფო კარის ლეგენდის თანახმად, როდესაც მარია მედიჩი საკუთარ რჩეულს პირველად პირისპირ შეხვდა, მან მისი მძაფრად გამოხატული მამაკაცური "სურნელებისგან" გონებაც კი დაკარგა.ფრიდრიხ II დიდი, პრუსიის მეფეროგორც ცნობილია, გენიოსებსა და შეშლილებს ბევრი რამის უფლება აქვთ - ასე იყო ფრიდრიხის შემთხვევაშიც. პრუსიის ტერიტორიის გაორმაგების შემდეგ, კმაყოფილების გრძნობით შეპყრობილი "ბებერი ფრიცი" სან - სუსიში, თავის საყვარელ სასახლეში გაიხიზნა, სადაც სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. ფრიდრიხ II ჰიგიენის ნორმების დაცვით არასდროს გამოირჩეოდა: მისი გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მოსამსახურეებმა ცხედრის შემოსვა დაიწყეს, აღმოაჩინეს, რომ მეფის პერანგი ზურგზე ოფლისგან უკვე გახრწნილი იყო.ჰოვარდ ჰიუზიექსცენტრიულ მილიარდერსა და ავიაციის პიონერს ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით, ცხოვრების ბოლო წლებში, ორმაგი სტანდარტი ჰქონდა. ერთი მხრივ, ჰიუზი მოითხოვდა, რომ მისთვის განკუთვნილი ყველა ნივთი ხელსახოცის რამდენიმე ფენაში ყოფილიყო გახვეული, მეორე მხრივ კი - მის ყველა მსახურს რეგულარულად ებანავა. გაგიკვირდებათ და, თავად ჰოვარდ ჰიუზი მხოლოდ ხელებს იბანდა, ფრჩხილებს და თმას კი თვეობით არ იჭრიდა.კარლ მარქსი"სისუფთავე - რელიკვიაა" - გადაწყვიტა მარქსიზმის იდეოლოგიის ფუძემდებელმა კარლ მარქსმა და მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო "ბურჟუაზთა" ინფექციის მსხვერპლი არ გამხდარიყო, თუმცა აი, კანის მრავალი დაავადების მსხვერპლი კი ნამდვილად გახდა, მიუხედავად ამისა, ის საკუთარ არჩევანს არასდროს ღალატობდა და დაბანვას თავს ყველა არსებული საშუალებით არიდებდა.732 შეფასება არ არის |