კინო როგორ გაგრძელდა ლუი-დე ფიუნესის შვილის კარიერა? 2020, 27 ივლისი, 13:50 ოლივიე დე ფიუნესი( Olivier de Funès) ლეგენდარული კომიკოსის უმცროსი ვაჟი არის და მამამისი სწორედ მასზე ამყარებდა იმედებს, რომ ოლივიე დიდ კინომატოგრაფიაში ღირსეულ ადგილს დაიკავებდა.
გი დე მოპასანის შთამომავალს(დიდი ნოველისტი, ლუის მეუღლის- ჟანა აუგუსტინა დე ბერტლემი მოპასანის დიდი პაპა იყო)არც გარეგნობა აკლდა და არც ნიჭი, თან ცნობილი მამის წყალობით შეეძლო მეგავარსკლავიც გამხდარიყო. ლუიმ გადაწყვიტა სამი ვაჟიდან უმცროსი-ოლივიე ბავშვობიდანვე ჩაერთო კინომატოგრაფიაში, რადგან ოლივიეს ოცნება იყო პილოტი გამხდარიყო, მამას კი აშინებდა შვილის სახიფათო პროფესია . ოლივიეს დებიუტი 16 წლის ასაკში შედგა ფილმში "ფანტომასი აბობოქრდა", სადაც ჟურნალისტი ფანდორის შეყვარებულის- ჰელენის ძმის როლს ასრულებდა, ამის შემდეგ ოლივიემ კიდევ 5 ფილმში ითამაშა, განსაკუთრებით გამოსარჩევია ორი ფილმი "ადამიანი-ორკესტრი"(1970) და "ხეზე შერჩენილები"(1971), სწორედ ეს გამოდგა უკანასკნელი ოლივიე დე ფიუნესის კარიერაში. მამის მეცადინეობა ფუჭი გამოდგა, როგორც თვითონ ოლივიემ განაცხადა "მიხვდა, რომ კინო მისი მოწოდება არ იყო" ჩააბარა საფრენოსნო სასწავლებელში და "Air France" პილოტი გახდა, სადაც კარეიერის დასასრულამდე- 2010 წლამდე მუშაობდა, პენსიაში გასვლამდე ოლივიე სახელგანთქმული ავიალაინერის -Airbus A320-ის შეფ-პილოტი იყო. ოლივიემ 1977 წელს იქორწინა დომენიკ ვეტრანზე, ჰყავს უფროსი ქალიშვილი ჟულია(დაბ.1979წ) და ტყუპი ძმები ადრიანა და შარლი(დაბ.1996) 387 5-ს მოსწონს
|