კოსმეტოლოგია ჭაღარა თმების მოშორების სრულიად მარტივი და იაფი მეთოდი(ვიდეო) 2020, 27 ივლისი, 12:38
ჩვენი ცხოვრების რაღაც ეტაპზე დგება მომენტი, როდესაც თმებში პირველი შევერცხლილი თმები შეგვერევა. ზოგიერთ ადამიანს თმები საკმაოდ ნაადრევად -20-25 წლის ასაკიდანაც კი უჭაღარავდება, თუმცა უმეტესობაში ეს პროცესი 40 წლის ზემოთ იწყება და მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება .თქვენ შეგიძლიათ უგუველყოთ და მშვიდად შეეგუოთ ამ პროცესს, თუმცა თუ დარდობთ ამაზე და არ მოგწონთ ჭაღარა, რა თქმა უნდა არსებობს ამისთვის შესამაბიმისი პროცედურები.
პირველ რიგში რა საკვირველია ესაა თმის შეღებვა.ეს შეგიძლია გააკეთოთ სახლში ან წახვიდეთ სალონში, რომელიც დიდი დროს, პროცედურებს და ფინანსებს მოითხოვს, საბედნიეროდ, არსებობს ახალი მეთოდი რომელიც გაცილებით იაფი და ისეთივე ეფექტურია, როგორც თმის საღებავი. ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ ამ ხრიკისთვის, ელემენტარულად არის კარტოფილის ნაფცქვენი! კარტოფილის კანი შეიცავს ფერმენტს, რომელსაც ეწოდება კატექოლაზა. ეს ფერმენტი გამოიყენება კოსმეტიკურ პროდუქტებში, რომელიც ათეთრებს და არბილებს კანს . მიუხედავად იმისა, რომ ის კანს ათეთრებს, მას შეუძლია თმის ფერიც შეცვლაც! ამასთანავე ქიმიური საღებავების უმეტესობისგან განსახვავებით კარტოფილის კანი არ დააზიანებს თქვენს თმას! ახლა კი რეცეპტი 20 წუთის განმავლობაში მოხარშეთ რამდენიმე კარტოფილი. გაფქცვენით კარტოფილი და კანი შეურიეთ ბლენდერში (კარტოფილი არა! კანი) დაიბანეთ ჩეულებრივად თმა და შემდეგ წაისვით მასზე მიღებული მასა. გააჩერეთ ეს უცნაური ნიღაბი 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ თავი გამდინარე წყლით. დაიმუშავეთ თმა ბალზით ან კონდიციონერით, რომ მოშორდეთ კარტოფილის სუნი. Სულ ეს არის! იხილეთ ვიდეო283 4-ს მოსწონს
|