კოსმეტოლოგია 10 ყველაზე უცნაური მეთოდი,რომელსაც ქალები მიმართავენ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად 2019, 4 მაისი, 11:44
ჯერ კიდევ კლეოპატრას ეპოქაში ქალები ეძებდნენ ინგრედიენტებს, რომ შეენარჩუნებინათ სილამაზე, ყოფილიყვნენ მარად ახალგაზრდები.დღესაც უამრავი მალამოებს, ნიღბებს თუ შრატებს სთავაზობენ ქალბატონებს, თუმცა მათი უმრავლესობა უსარგებლოა, პლასტიკური ქიურურგები ქალბატონებს უმტკიცებენ, რომ დაუბრუნებენ ახალგაზრდული სილამაზეს ათასგვარი ქიმიური პილინგებით თუ ბოტოქსის ინექციით, თუმცა ეს მეთოდებიც საკმაოდ ბარაბაროსულია, თანაც დროებითი ეფექტით.
ქვემოთ გაეცნობით ახალგაზრდობის შენარჩუნების ყველაზე უცნაურ მეთოდებს, რომელსაც ქალები მიმართავენ. 10)წურბელა-დემი მურმა დაიჯერა, რომ წურბელას სისხლიდან ტოქსინები გამოაქვს და სხეულს და სახეს აახალგაზრდავებს და მიმართა ამ პროცედურას, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად ნამდვილად არ არის. 9)ჩიტის სკინტლი-ვიქტორია ბეკჰემი საკმაოდ არაორდინალურ მეთოდს იყენებს ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, ნიღაბში საკმაოდ უცნაურ ინგრედიენტებს იყენებს:ესაა ბულბულის სკინტლი, ბრინჯის ქატო და წყალი, როგორც ცნობილია ამ რეცეპტს იაპონელი გეიშები იყენებდნენ, სახეზე ნიღაბი 60 წუთი უნდა გაიჩერო, ხოლო ასეთი პროცედურა 200 დოლარი ღირს 8)პლაცენტა-მსახიობ ევა ლონგორიას მიაჩნია, რომ პლაცენტას განსაკუთრებული თერაპიული ეფექტი გააჩნია, რადგან უჯრედების სწრაფი რეგენერაციის უნარი გააჩნია. 7)ტუალეტის არომატული ქვიშა კატებისთვის-სუპერმოდელი კრისტი ბრინკლი სახისთვის სწორედ ამას იყენებს, სხვათა შორის არცერთ მეცნიერს არ უარყვია ეს მეთოდი, ბრინკლი კი ამტკიცებს, რომ მეთოდი მუშაობს. 6)ხიზილალა-ამ დეილკატესს თავის დროზე ხმარობდა კლოპატრა, ახლა კი ანჟელინა ჯოლი, ხიზილალას ნიღაბი ჯოლის 300 აშშ დოლარი უჯდება, რომელსაც სახეზეც იყენებს და სხეულზეც, ხიზილალა შეიცავს А და D ვიტამინს და სხვა სასარგებლო თვისებებს, სხვათა შორის ხიზილალას შეცვლა შეიძლება ქილა თვეზის ქონით, რომელსაც იგივე თვისებები გააჩნია და ღირს 15$ 5)არ გაიღიმო-ეს ბრიტანელი ქალი, რომელსაც საკუთარ თავს "თანამედროვე მონა ლიზას" უწოდებს, ცნობილია ბევრისთვის, მისი სახელი და გვარია ტეს კრისტიანი და 40 წელია არ გაუღიმია მხოლოდ იმიტომ, რომ ნაოჭები არ გასჩენოდა. 4)იისფერი პროდუქტები-მრავალი ძვირფასი სახის კრემი შეიცავს იმ კენკრეულს ან ხილს, რომელიც იასამნისფერია, სწორედ ბევრი ქალბატონი საკუთარ რაციონში სწორედ იისფერ პროდუქტებს ანიჭებს უპირატესობას, მათ შორის არის კორტნი ლავი, მომღერალმა რამდნიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ძნელი დასაჯერებელია, რომ სწორედ იისფერმა კენკრეულმა უშველა. 3)24 კარატიანი ოქროს ნიღაბი-ეს მეთოდი იაპონური კომპანიის შემუშავებულია, ნიღაბი შეიცავს თაფლს, რძეს და კიდევ სხვა კომპონენტებს.ასეთი ნიღაბი საკმაოდ ძვირია-ერთი სეანსი 250$ ღირს 2)ბუასილის საწინააღმდეგო პრეპერატი-მაგალითად სუპერმოდელი კრისტი ტარლინგტონი იყენებს ჰემაროის(ბუასილი) სამკურნალო პრეპარატ Н-ს ნაოჭებთან საბრძოლველად, პრეპატარი შეიცავს ფენილეფრინს, რომელიც ბუასილის სამკურნალოდ გამოიყენება, სპეციალისტები მის სახეზე ხშირად წასმას არ ურჩევენ ქალებს, რადგან შესაძლოა სახის კანი გასქელდეს და პირიქით, ნაადრევი ნაოჭები გაჩნდეს. 1)ღეროვანი უჯრედი-დღეისთვის მეცნიერების ყურადღება მიპყრობილია ღეროვან უჯრედებზე, რომლებაც გააჩნიათ კანის გაახალგაზრდავების, გაჯანსაღების და ნაოჭების შეწოვის უნარი, თეორიულად კრემის ეფექტი ერთ საათში დგება, თუმცა ამ მხრივ ფართომასშტაბიანი კვლევები არ ჩატარებულა, დრო გვიჩვენებს, იქნება თუ არა ღეროვანი უჯრედები ახალი ბოტოქსი. 90 3-ს მოსწონს
|