x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ ქალებს ვერ ივიწყებენ მამაკაცები
image

ქვემოთ არის განხილული ქალის ხასიათის ის შტრიხები, რომელსაც ძალიან ძნელად ივიწყებენ მამაკაცები განშორების შემდეგაც კი.


***ქალთან სულიერი სიახლოვე, შინაგანი აზრებისა და გრძნობების ერთობლიობა, ალბათ, მთავარი ნიშანია, რითაც მამაკაცები ასკვნიან: "ის ჩემთვის ყველაზე ახლობელია!" ვერც ერთი ნორმალური მამაკაცი, რომელსაც სურს ურთიერთობა, ვერ შეძლებს დიდხანს დარჩეს ცივ, გარიყულ ქალთან, რომელსაც არ ესმის მისი განწყობა და არ ცდილობს მოუსმინოს მას.


***პოპულარული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ისევ როგორც ქალებს, მამაკაცებს უყვართ ბევრი ლაპარაკი (განსაკუთრებით საკუთარ თავზე).ასევე საუბარი სამსახურზე, ახლობლებზე, განიხილავს ახალ ამბებს, პოლიტიკას, სპორტს - ეს ყველაფერი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელსაც თავის წარმოსახვაში ქმნის... და თუ ის აღმოაჩენს, რომ ქალი არა მარტო ლამაზი და მოვლილია, არამედ ღრმად მოაზროვნე პიროვნებაც, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებში თავისუფლად მიყვება, ასეთი ქალი მთელი გულით მისი იქნება.



***საინტერესოა, რომ ბევრი მამაკაცი ბუნებით არის ტრაბახა. უყვართ საკუთარ გმირობეზბე და დამსახურებებზე საუბარი, მოსწონთ საქებარი სიტყვების მოსმენა ყველაზე მარტივ სიტუაციებშიც კი. სწორედ ამიტომ მამაკაცი ყოველთვის იმ ქალს შეარჩევს, რომელიც მას აგრძნობინებს, რომ მის ღირსებას აფასებს. .


***მონადირის ინსტიქტი ყველა მამაკაცს გააჩნია. მათ მოსწონთ შეგრძნება, რომ ქალი არის მათთვის პრიზი, რა დროსაც კონკურენტებს უნდა მოუგონ. მათთვის ადვილად მისაწვდომ ქალთან ყოფნა ჰგავს დაბალ ხეზე ხილის მოწყვეტას, რა დროსაც იკარგება აზარტი და მგრძნობელობა.


***სწორედ ამიტომ მათ უფრო იზიდავთ იდუმალი ქალები, რომლებიც ყოველთვის თამაშობენ, ხელიდან უსხლტებიან, ხელოვნურად ეჭვიანობის პროვოცირებას ახდენენ. უბრალოდ ქალი ისე უნდა მოიქცეს, რომ კაცს მუდმივად ეშინოდეს მისი დაკარგვის, თუმცა ყველაფერს აქვს ზომიერი საზღვარი, რადგან მოლულოდნელად მამაკაცს შეიძლება მობეზრდეს "დამალობანას" თამაში და ზურგი შეაქციოს.



***ამასთან ყველასგან განსხვავებული ქალი, რომელიც ზოგჯერ ბავშვივით იქცევა, მოქმედებს არასტანდარტულად - რაც ორიგინალური ქალის იმიჯს უქმნის. ასეთ ქალს შეუძლია კაცის ცხოვრება აქციოს საინტერესო თამაშად და აგრძნობინოს ცხოვრების გემო.


***აწყობდეს მუდმივ სიურპრიზებს, ინტუიციური იყოს სექსში, თამაშობდეს და არ ეშინოდეს სასაცილოდ გამოიყურებოდეს ... თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ არ გადაამლაშოს, ისე, რომ მუდმივად აყენებდეთ საკუთარ პარტნიორს უხერხულ მდგომარეობაში, უნდა განვასხვავოთ მსუბუქი ექსცენტრიული საქციელი და არაპროგნოზირებადი სიგიჟე.



0
412
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
412
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0